Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:37 03.07.2018
ივლისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

რას უნდა ელოდოს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი ივლისში სიყვარულის ფრონტზე? რომელი ნიშნის წარმომადგენლებს ელოდებათ საყვარელ ადამიანთან შეხვედრა, ან უკვე არსებულ ურთიერთობებში რომანტიკა და ბედნიერების განცდა? 

როგორი თვე ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ივლისში, ამას ჩვენი მიმოხილვიდან შეიტყობთ.

 

 ვერძი

 

ვერძებისთვის ივლისი, სიყვარულის თვალსაზრისით, მგზნებარე და კაშკაშა თვე იქნება. ამ ნიშნის წარმომადგენელთა სასიყვარულო ურთიერთობები რაღაცნაირად სამუშაოს დაუკავშირდება. შესაძლებელია, ისინი თავიანთ სიყვარულს მივლინებაში ან რაიმე საქმიან ღონისძიებაზე შეხვდნენ. ძალზე ჰარმონიული იქნება მათი ურთიერთობები, ვინც საყვარელ ადამიანთან ერთად მუშაობს. 13 ივნისს მზის დაბნელება ვერძის ოჯახის სექტორში მოხდება, ამიტომ ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი, სავარაუდოდ, ქორწინებას გადაწყვეტს. ზოგადად, მეტად წარმატებული ვერძებისთვის თვის დასაწყისი იქნება.

 

 Getty Images

 კურო

 

კუროებს სიყვარულის მხრივ დაუვიწყარი ივლისი ელოდებათ. მარტოხელებს თავიანთი მეორე ნახევართან შეხვედრის დიდი შანსი აქვთ, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, შეძლებს მეტად გაიხსნას ამ ურთიერთობებში. ვენერა კუროს სიყვარულის სახლში ვნებიან პლუტონთან პოზიტიურ ასპექტებს წარმოქმნის და ამ ნიშნის წარმომადგენლებს ინტენსიურ გრძნობებს ჰპირდება. ვარსკვლავები კუროებს ურჩევენ, უსმინონ გულს, გამოავლინონ საუკეთესო თვისებები. საუკეთესო დღეებია 3, 4, 8, 9, 12, 13, 30 და 31 ივლისი. რაც შეეხება დაქორწინებას ან გაყრას, ამ თვეში რაიმე გადაწყვეტილების მიღება რეკომენდებული არ არის.

 

 

 ტყუპი

 

ტყუპებს სიყვარულისა და რომანტიკისთვის 2018 წლის ივლისში მრავალი შანსი გაუჩნდებათ. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, შეძლებს ურთიერთობების გამტკიცებას; ხოლო ვინც ეძებს თავის მეორე ნახევარს, მასთან შეხვედრის დიდი შანსი აქვს ნათესავების ან ძველი ნაცნობების მეშვეობით. ბევრი ტყუპისთვის ამ თვეში შესაძლებელი იქნება, ქორწინების გადაწყვეტილება მიიღოს. ყველაზე პოზიტიური დღეებია 5, 6 და 7 ივლისი. ზოგადად, სასიყვარულო სფეროსთვის 25 ივლისამდე ტყუპების გარშემო დადებითი ატმოსფერო იტრიალებს.

 

 

 კირჩხიბი

 

მარტოხელა კირჩხიბებს ივლისში ვინმეს გაცნობა თავიანთი მეგობრების საშუალებით შეუძლიათ. ამ ნიშნის წარმომადგენლები იქნებიან ბევრად ენერგიულნი, გახსნილნი, შეძლებენ თავიანთი საუკეთესო მხარეების წარმოჩენას, უფრო საინტერესონი გახდებიან. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, მათთან მიაღწევენ ჰარმონიულ და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, დაძაბულობის მოშორებას. თვის ბოლოს შესაძლებელია ეჭვიანობის გრძნობის გამძაფრება, ჩხუბი ფულის გამო, ამიტომ კირჩხიბებს მეტი ყურადღება მართებთ. საუკეთესო დღეები კირჩხიბებისთვის იქნება 3, 4, 8, 9, 12, 13, 30 და 31 ივლისი – ამ დღეებში მთვარე განსაკუთრებით ძლიერი იქნება.

 

 ლომი

 

ლომები თვის დასაწყისში ენერგიითა და ოპტიმიზმით სავსე იქნებიან, მაგრამ ურთიერთობები ისე სწრაფად არ განვითარდება, როგორც ეს მათ სურთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მეტად მიენდობიან მეგობრების რჩევებს, გახდებიან უფრო მომხიბვლელნი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა თვალში. ივლისის მეორე ნახევარში ლომები მეტად პრაქტიკული გახდებიან სიყვარულის საკითხებში, დიდ ყურადღებას დაუთმობენ ურთიერთობებში მატერიალურ მხარეს. მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა ახალ ნაცნობებთან – დიდია მოტყუების საფრთხე. ლომებისთვის ამ თვის საუკეთესო დღეებია 25, 26 და 27 ივლისი.

 

 

 ქალწული

 

თვის დასაწყისში ქალწულებისთვის სიყვარულში დაბრკოლებებია შესაძლებელი, ისინი შეშფოთებული იქნებიან თავიანთი ურთიერთობებისა და ოჯახური მდგომარეობის ბედით. თვის შუა რიცხვებიდან ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდი დადგება. ისინი, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, შეძლებენ წარსულის ჩამოტოვებას და ყველაფრის ახლიდან დაწყებას, ხოლო ვისაც არ ჰყავს საყვარელი ადამიანი, შანსი აქვს, მას შეხვდეს. ამ პერიოდში ქალწულები უფრო მომხიბლავი გახდებიან.

 

 

 სასწორი

 

სასწორებისთვის თვის დასაწყისი სიყვარულისთვის ძალზე ჰარმონიული და პოზიტიური იქნება. ისინი შეძლებენ საყვარელ ადამიანთან ერთად მომავალზე ფიქრს, ერთობლივი მოგზაურობის დაგეგმვას. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები თავიანთ პარტნიორებთან მეგობრულ ტალღაზე აეწყობიან. მარტოხელა სასწორები კი მეგობრული ურთიერთობების სასიყვარულო კავშირებში გადაზრდას შეძლებენ. 10 ივლისიდან სასწორების პირადი ცხოვრება შედარებით მშვიდი გახდება, ისინი შეძლებენ იფიქრონ სიყვარულის თავიანთ იდეალებზე და ურთიერთობების პერსპექტივებზე. ზოგადად, სასწორებისთვის ამ თვეში დიდია მოტყუების ალბათობა. ასევე, არ ღირს გადაწყვეტილების მიღება ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე.

 

 

 მორიელი

 

მორიელები ივლისში თავიანთი ურთიერთობების იდეალიზებას დაიწყებენ. ურთიერთობებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე, სჯობს, ამ პერიოდში, ახლობლების მოსაზრებებს დაუგდონ ყური. ეს თვე იდეალური იქნება სასიყვარულო თამაშებისა და ფლირტისთვის. კარგი იქნება, თუ ამ დროს სიყვარულს, რომანტიკას დაუთმობენ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ შანსი, შეხვდნენ ცხოვრების მეგზურს, ვისაც უკვე ჰყავს, პარტნიორი, განამტკიცოს ურთიერთობები. ერთადერთი, რასაც ყურადღებით უნდა მოეკიდონ, ისაა, რომ სასიყვარულო ფრონტზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღონ.

 

 მშვილდოსანი

 

ივლისი მშვილდოსნებისთვის ურთიერთობებში ჰარმონიისა და ურთიერთგაგების მომტანი იქნება, განსაკუთრებით თვის მეორე ნახევარი, როდესაც იუპიტერი – ამ ნიშნის სიყვარულის მთავარი მფარველი, რეტროგრადულ სვლას შეწყვეტს (10 ივლისს). ასევე, ანტაგონისტი მერკური რეტროგრადულ მოძრაობას დაიწყებს 26 ივლისს – ესეც დადებითად აისახება მშვილდოსნების სასიყვარულო საქმეებზე. არ გაუშვათ შანსი მეორე ნახევრის მოძებნისა, ასევე, თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, მასთან ურთიერთობების ჰარმონიზაციისა და გამტკიცებისა. ამ პერიოდში ურთიერთობები მგზნებარე და ღრმა იქნება.

 

 

 თხის რქა

 

თხის რქებს 2018 წლის ივლისში ბობოქარი პირადი ცხოვრება ელოდებათ. იქნება ვნებაც, ეჭვიანობაც, კონფლიქტებიც. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა ისწავლონ კომპრომისზე წასვლა. მარსი, ამ ნიშნის დამხმარე, მთელი თვე მერწყულის ნიშანში ძლიერი იქნება. ის დედამიწასთან მიმართებით ყველაზე ახლო მანძილზე აღმოჩნდება 27 ივლისს – ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად. ამ მოძრაობის დროს ის მოგანიჭებთ ქარიზმასა და სითამამეს. ვისაც არ ჰყავს პარტნიორი, დიდი შანსი უჩნდება, რომ იპოვოს თავისი საყვარელი ადამიანი, ხოლო ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, მასთან განავითაროს და გაამრავალფეროვნოს ურთიერთობები. მზის დაბნელება 13 ივლისს თხის რქებს პირად ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს ჰპირდება.

 

 

 მერწყული

 

მერწყულები ივლისში სიყვარულის სფეროში ძალზე მოუთმენელი იქნებიან. ეს თვე ძალზე მგზნებარე იქნება მათთვის, ვისაც უკვე ჰყავს მეწყვილე. ცხოვრებისეული პრინციპების შეცვლა არ ღირს, რადგან ეს პრინციპები სირთულეების დროს გამოგადგებათ. მეტად უნდა გაფრთხილდეთ 23 ივლისიდან, როდესაც მზე ლომის ნიშანში გადავა. ამის გამო, შესაძლოა, შესუსტდეს თქვენი ემოციური ფონი და დეპრესიული აზრები მოგეძალოთ. ამიტომ, თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, მასთან ერთად განაგრძეთ სვლა და საჭირბოროტო საკითხები ერთად გადაწყვიტეთ. თუ პარტნიორი არ გყავთ, ხელებს ნუ ჩამოყრით, ეძებთ მეგზური და ცხოვრებას პოზიტიურად შეხედეთ.

 

 თევზები

 

თევზებისთვის ივლისი სასიყვარულო სფეროში არაპროგნოზირებადი იქნება. მზის დაბნელება 13 ივლისს ამ ნიშნის სიყვარულის სახლში მოხდება. ეს მეტყველებს, რომ პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. წარმატებები სიყვარულში იმ შემთხვევაში იქნება, თუ მარტოხელა თევზები იაქტიურებენ, მეტად გულღია და გახსნილი იქნებიან და სახლში არ დასხდებიან. გულგახსნილობა კარგი იქნება მათთვისაც, ვისაც უკვე ჰყავს ცხოვრების მეგზური – წყვილი ჰარმონიასა და ურთიერთგაგებას მიაღწევს სულიერი და გულწრფელი საუბრების შედეგად.

ავტორ(ებ)ი : sputnik-georgia.com