Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:11 03.07.2018
როგორ მოვუაროთ სახეს ზაფხულში - საინტერესო რჩევები

ზაფხული მომხიბვლელი დროა: თავბრუდამხვევი კენკრისის სურნელი, თბილი ქარი და ზაფხულის წვიმა.

 

გვსურს განთავისუფლდეთ მძიმე და თბილი ტანსაცმელისგან და გვინდა გარშემო ყველას მობიბვლა . თუმცა მარტო ღია ფერის ფეხსაცმელი და მსუბუქი კაბები არ არის თავის მოვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ სახის კანის მოვლა. სუფთა და ჯანმრთელი სახის კანი - ეს არის ჩვენი ძირითადი მშვენიერება.
სუფთა და ზუსტი კანის წინაპირობაა - რეგულარული და ფრთხილი სახის წმენდა. ზაფხულში სახის გაწმენდას გააჩნია თავისი გამორჩეული ნიუანსები: ზაფხულში სახის კანი არის ოფლიანი, ამ დროს ჯირკვლები უფრო ინტენსიურად მუშაობენ ვიდრე ზამთარში და გამოყოფენ მბრწყინავ ცხიმს.

 

image


სახის ფორებში შედის მტვერი და შესაბამისად კანს უნდა ხშირი და დეტალური გაწმენდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ დროს სჭირდება. ამიტომაც გთავაზობთ ყველაზე ეფექტურ რეკომენდაციებს:


1. მაკიაჟი უნდა გაიკეთოთ მხოლოდ სახის საფუძვლიანად გაწმენდის შემდეგ! თუკი სახე იქნება ცხიმიანი, მიუხედავად იმისა, რომ სახის კრემი რომელსაც წაისმევთ შეიძლება იყოს მაღალხარისხიანი, მას მაინც არანაირი ეფექტი არ ექნება. ამასთანავე დილით სახის გაწმენდა აუცილებელია, რათა სახის კანი მოვამზადოთ დამატენიანებელი კრემის წასასმელად. 


2. ძილის წინ მოიშორეთ სახიდან მაკიაჟი ! ზოგჯერ ჩვენ ან გვეზარება ან სულაც გვავიწყდება მაკიაჟის მოცილება. ეს არ უნდა გადაიქცეს ჩვეულებად, რადგან სახის კანი ყოველდღიურად უარესდება და სუსტდება. კანის სასიცოცხლო უჯრედები კვდება.


3. სახის კანის ეფექტური გაწმენდისთვის გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები! მაგალითად ფიზიოხსნარი, რომელიც ყველა ტიპის კანისათვის გამოიყენება. ეს ხსნარი არ შეიცავს კანისათვის საზიანო დანამატებს ( საპონი, საღებავები და რაიმე არომატიზატორებს ). და საჭიროების შემთხვევაში სასურველია წყლის გარეშე გამოიყენოთ. აგრეთვე დერმატოლოგიური მკურნალობა არის სასურველი. ფიზიოხსნარი ატენიანებს კანს და ამასთანავე მაკიაჟს ადვილად აცილებს თვალის გარშემო. 


4. ცხელ ზაფხულში უნდა ეცადოთ არ გამოიყენოთ მაკიაჟი და სახის კანმა ისუნთქოს! გამოიყენეთ მსუბუქი ბალზამირებული პომადები, ჰაეროვანი ფხვნილები და სხვა კოსმეტოლოგიური საშუალებები, რომელიც შეიცავს მსუბუქ ტექსტურას . სწორედ ეს არის ერთ-ერთი საიდუმლოება მოვლილი სახის კანის.

 

image

ნათელ და მხიარულ ზაფხულს გისურვებთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge