Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:32 02.07.2018
"სიამოვნებას ვიღებდი, რომ მემორჩილებოდნენ“- სასიკვდილო თამაშის კურატორის აღსარება

სუიციდური ფინალის მქონე ინტერნეტ თამაშის „ლურჯი ვეშაპის“ ამბავი ისევ აქტუალურია რუსეთში და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მთავარი იდეოლოგი ფილიპ ლისა დაკავებულია, ვნებათაღელვა ისევ აერ ჩამცხრალა. tvrain.ru-ს ჟურნალისტმა შეძლო ინტერვიუ ჩაეწერა გოგონებთან, რომლებიც ამ თამაშის კურატორები იყვნენ და სწორედ ისინი ითრევდნენ თამაშში ახალგაზრდებს, აძლევდნენ მათ დავალებებს და აკონტროლებდნენ ამ დავალებების შესრულებას.


ლერა 15 წლისაა, ის ესესაა დაბრუნდა დედასთან ურალში, მანამდე ნახევარი წელი მან სპეცინტერნეტში გაატარა, სმარტფონის, ინტერნეტი და „ქსელური ალტერ ეგოს“ გარეშე. მონიტორის მეორე მხარეს მას ყველა იცნობდა როგორც „კირა სვაბოდას“ - სიკვდილის ჯგუფის „ლურჯი ვეშაპის“ ძლევამოსილ კურატორს.

 

„კირა სვაბოდა“ ინტერვიუში აცხადებს: „ მე პირდაპირ არ მითქვამს, რომ ის უნდა მოკვდეს, ვეუბნებოდი ირიბად :“თუ არ მოგწონს, წადი გადახტი“

 

„კირა სვაბოდამ“ სახელი გაითქვა თავისი კრეატიულობით. მისი გამოჭერა არც ისე ადვილი იყო. თამაშებზე მანიაკალური დამოკიდებულება გონებამახვილობას და საკუთარი და სხვების სიცოცხლისადმი გულგრილ დამოკიდებულებას მოითხოვდა.

 

„მე სიამოვნებას ვიღებდი იმისგან, რომ ისინი მემორჩილებოდნენ. რომ მისმენდნენ, ამბობდნენ, რომ უჩემოდ ცხოვრება არ შეუძლიათ. ზოგიერთი სიყვარულსაც კი მიხსნიდა, ისინი ჯერ კიდევ მეძებენ, რომ ჩემთან იურთიერთონ.“- ამბობს „კირა სვაბოდა“.

 

„კირა სვაბოდას“ ქმედებების გამო საბედნიეროდ არავინ მომკვდარა, მის დაქვემდებარებაში მყოფი მოზარდების სუიციდის მცდელობა საბედნიეროდ „წარუმატებლად“ დასრულდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge