Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:28 02.07.2018
რა არის ადამიანის წარმატების განმსაზღვრელი მის პირად ჰოროსკოპში - მომგებიანი სფეროები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

რა არის ადა­მი­ა­ნის წარ­მა­ტე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი მის პი­რად ჰო­როს­კოპ­ში? ამის შე­სა­ხებ ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

 

"რო­გორ გა­ვი­გოთ, რა სფე­რო­ში უფრო გაგ­ვი­მარ­თლებს, ვთქვათ იგი­ვე კა­რი­ე­რუ­ლი ან ბიზ­ნე­სის თვალ­საზ­რი­სით? რო­გორც არა­ერ­თხელ გვით­ქვამს, იუ­პი­ტერს ას­ტრო­ლო­გი­ა­ში "დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას" ვუ­წო­დებთ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ რუ­კა­ში მის მდე­ბა­რე­ო­ბას ექ­ნე­ბა გან­მსა­ზღვრე­ლი ფუნ­ქცია, თუ რა სფე­რო­ში გა­უ­მარ­თლებს ყვე­ლა­ზე მე­ტად მის პატ­რონს, სად მი­აღ­წევს მაქ­სი­მა­ლურ წარ­მა­ტე­ბას.

 

მო­დით, მა­შინ გან­ვი­ხი­ლოთ, რა კონ­კრე­ტულ თვი­სე­ბებს იძ­ლე­ვა იუ­პი­ტე­რის მდე­ბა­რე­ო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნებ­ში: ვერ­ძში მისი პატ­რო­ნი­სათ­ვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა არ ეცა­დოს ჩრდილ­ში დარ­ჩე­ნას და არ მო­ე­რი­დოს სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, თუ ნი­ჭის წარ­მო­ჩე­ნას.

 

ვერ­ძი - იუ­პი­ტე­რი აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­ტანს პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბას და პირ­ვე­ლო­ბას. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სფე­რო­ე­ბი იქ­ნე­ბა სამ­ხედ­რო საქ­მე, მჭედ­ლო­ბა, სა­ცხო­ბი, სა­ყას­ბო, რკი­ნის ან სხვა ლი­თო­ნის სა­ბა­დო­ე­ბი. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ე­ბი­დან ქი­რურ­გია, სტო­მა­ტო­ლო­გია. თუ სურს მი­აღ­წი­ოს სო­ცი­ა­ლურ ზრდას.

 

იუ­პი­ტე­რი - კუ­რო­სათ­ვის მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სი იქ­ნე­ბა სა­სა­წყო­ბო მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მუ­შა­ო­ბა, სოფ­ლის პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა და გა­ყიდ­ვა, პრო­დუქ­ტის მა­ღა­ზი­ე­ბი, ჩან­თე­ბის, ჩე­მოდ­ნე­ბის, სა­ფუ­ლე­ე­ბის ბიზ­ნე­სი.

 

ტყუ­პი - იუ­პი­ტე­რი­სათ­ვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ე­ბი არის პე­და­გო­გი­კა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­რო, წიგ­ნე­ბის ან სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბის ბიზ­ნე­სი, სა­ფოს­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბი. მან­ქა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა.

 

თუ თქვე­ნი იუ­პი­ტე­რი კირჩხი­ბის ნი­შან­ში დგას, სფე­რო რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან, ის­ტო­რი­ას­თან, არ­ქე­ო­ლო­გი­ას­თან, გე­ნე­ტი­კას­თან, შე­საძ­ლოა ეს აგ­რეთ­ვე იყოს სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის და­არ­სე­ბა, სა­საფ­ლა­ო­ე­ბის მო­წყო­ბა, აგ­რეთ­ვე ლო­გი­ნის თეთ­რე­უ­ლით, სამ­ზა­რე­უ­ლოს ჭურ­ჭლით, ნი­ჟა­რე­ბით ან აბა­ზა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა.

 

თე­ატ­რი, სცე­ნა, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, აუქ­ცი­ო­ნე­ბი, სა­თა­მა­შო სახ­ლე­ბი ანუ კა­ზი­ნო­ე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­თო­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი საქ­მი­ან წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს ლომ - იუ­პი­ტერს. მათ შო­რის ღია ტი­პის, ისე­თი რო­გო­რი­ცაა პლი­ა­ჟე­ბი ან სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი. ასე­ვე მისი ბიზ­ნე­სის­თვის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბის თემა.

 

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც იუ­პი­ტე­რი ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში ჰყავთ. მათ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს, მათ შო­რის სა­აფ­თი­ა­ქო საქ­მეს ან ბუ­ღალ­ტე­რი­ას ვურ­ჩევთ. ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ გახ­სნან ბი­უ­რო, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს და­საქ­მე­ბა­ში შე­უ­წყობს ხელს. ვთქვათ, ძი­ძე­ბის, ან დამ­ლა­გებ­ლე­ბის ან სხვა მსგავ­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში.

 

სას­წო­რი იუ­პი­ტე­რის მქო­ნე­ე­ბი­სათ­ვის ბუ­ტი­კე­ბის, სა­ლო­ნე­ბის, მო­დე­ბის ატე­ლი­ე­ე­ბის, პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის თემა იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი. მათ ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წი­ონ იუ­რისპრუ­დენ­ცი­ა­ში, კერ­ძოდ სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მე­ში.

 

იუ­პი­ტე­რი მო­რი­ე­ლის მქო­ნე ხალ­ხს სო­ცი­ა­ლუ­რი წინსვლის, და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მა­ღალ შან­სებს მის­ცემს ქი­რურ­გი­ა­ში მუ­შა­ო­ბა, მათ ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ გახ­სნან ნო­ტა­რი­ა­ლუ­რი, სა­სა­წყო­ბო ან დამ­კრძა­ლა­ვი ბი­უ­რო, ივაჭ­რონ ია­რა­ღით, ან სა­ნი­ტექ­ნი­კის ნივ­თე­ბით. დიდ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანთ შახ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა.

 

სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა იუ­პი­ტე­რი - მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის იქ­ნე­ბა ზედ­გა­მოჭ­რი­ლი. მათ წარ­მა­ტე­ბებს მო­უ­ტანთ ასე­ვე უცხო­ეთ­თან კავ­ში­რე­ბი, სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მე, რუ­კე­ბის შედ­გე­ნა, აგ­რეთ­ვე იპოდ­რო­მე­ბი, სა­ჯი­ნი­ბო­ე­ბი, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია - ცხე­ნე­ბი. ასე­ვე შე­უძ­ლი­ათ გახ­დნენ ეკ­ლე­სი­ის მსა­ხურ­ნი ან მო­სა­მარ­თლე­ე­ბი.

 

იუ­პი­ტე­რი - თხისრქი­სათ­ვის სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში მუ­შა­ო­ბაა ყვე­ლა­ზე უფრო კარ­გი სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად. მას უნდა ეყოს მოთ­მი­ნე­ბა, თან­და­თან გა­ი­ა­როს ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი და აი, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს დი­დე­ბის უმაღ­ლეს მწვერ­ვალს! თუმ­ცა მას ასე­ვე შე­უძ­ლია მშე­ნებ­ლო­ბის ბიზ­ნეს­ში წა­ვი­დეს, ან ქვის­სამ­ტეხ­ლოს მფლო­ბე­ლი გახ­დეს, და­არ­სოს კი­ბე­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი სა­ამ­ქრო. ან აწარ­მო­ოს ტყა­ვის ნა­წარ­მი, ვთქვათ ქამ­რე­ბი, ჩან­თე­ბი ან ფეხ­საც­მე­ლე­ბი.

 

მერ­წყუ­ლი - იუ­პი­ტე­რი­სათ­ვის ბიზ­ნე­სი ელექტრო­სა­ქო­ნე­ლის, უპი­რა­ტე­სად კი თა­ნა­მედ­რო­ვე ორგტექ­ნი­კის სფე­რო­ში იქ­ნე­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი. შე­უძ­ლია და­ა­არ­სოს ტე­ლე­ვი­ზია, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ცენ­ტრი, ას­ტრო­ლო­გი­ის სკო­ლა, იმუ­შა­ოს ავი­ა­ცი­ის ან ფი­ზი­კის სფე­რო­ში.

 

მათ, ვი­საც იუ­პი­ტე­რი თევ­ზე­ბის ნი­შან­ში ჰყავთ ბიზ­ნე­სის სფე­როდ შე­უძ­ლი­ათ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბით, თამ­ბა­ქო­თი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ან ზღვისპრო­დუქ­ტე­ბით ვაჭ­რო­ბა აირ­ჩი­ონ. მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა ქიმ­წმენ­დის მიმ­ღე­ბი პუნ­ქტის, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის ან სა­ცუ­რაო აუ­ზის ფლო­ბაც. მათ ასე­ვე წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანთ ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა, მათ შო­რის ფო­ტოგ­რა­ფი­ის ან კი­ნოს მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge