Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:06 01.07.2018
„ურტყით თქვენ ტაში და ესპანელებმა კაი მაყუთიც მოღუნეს!“

 

რუსეთმა პენალტების სერიით ესპანეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტებით კი გამარჯვება რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა. ამ შედეგს სოციალურ ქსელში ორი საპირისპირო შეფასება მოჰყვა:

 

დავით ახრახაძე, აფხაზეთის ომის ვეტერანი:

„ურტყით თქვენ ტაში და ესპანელებმა კაი მაყუთიც მოღუნეს)))) მიხვდით ახლა საერთაშორისო ექსპერტებო, რომ ოჯახის გარდა არავის უნდა უგულშემატკივროთ?? მიხვდით ახლა, რატომ არ ვარ ფეხბურთის ფანი?“

 

ირაკლი მელაშვილი, ყოფილი პარლამენტარი:

 

„რუსის ზიზღმა თვალი არ უნდა დაგიბრმავოს კაცს. იმსახურებდა გასვლას იმიტომ, რომ რაც დაგეგმა, როგორმე პენალტებამდე მიეთრია საქმე, იმ გზით ბოლომდე იარა. ოცნებობდნენ პენლებამდე მიეღწიათ. მათი შანსი ეგ იყო, აკინფეევით კარში. ანტიფეხბურთი ითამაშესო, სახალისო ფეხბურთს ეგენი არასდროს თამაშობდნენ, რაც მე მახსოვს. სულ ყოველთვის თუ წარმატებას აღწევდნენ, ჯერ კიდევსსრკ-დან მოყოლებული "დაცვაში ზა როდინუ ზა სტალინა" იდგნენ და მოახერხებდნენ, კონტრშეტევაზე გარბოდნენ. აი, ესპანეთის ასეთი თამაში ნამდვილი ანტიფეხბურთი იყო ჩემთვის. ვერ ვიტან მოედანზე მოსეირნე გუნდებს. იერომ, რომელიც გამოუცდელი მწვრთეწლია, ვერ შეძლო წაგების შიშის გადალახვა და ძაან ფრთხილად ათამაშა გუნდი. პარკში სეირნობისას უფრო სწრაფად გადაადგილდება კაცი, ვიდრე დღეს ესპანელები მოედნაზე. ტიკი ტაკას აზრი აქვს თუ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელს მწვავე პასის გაკეთება შეუძლია და წინ ფეხბურთელები მუდმივად იხსნებიან. ამ სტილით ითამაშო და ცენტრალურმა ნახევრმცველმა(კოკე) ჩაჭრის შიშით მთელი თამაში უკან აკეთოს პასები, სრული კატასტროფაა. დამდგარი, პასიური, გოლის გაშვების შიშით ტიკი ტაკას თამაში საშინელი ანტიფეხბურთია და ასეთი შედეგით მთავრდება. ჩემთვის დღეს ორივემ ანტიიფეხბურთი ითამაშა, ოღონდ რუსი მიზნისკენ მიდიოდა ამით, იცოდა რატომ აკეთებდა ამას, ესპანეთმა კი, არა. ამიტომ, ჩემი აზრით, რუსების გამარჯვება დამსახურებული იყო.“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge