Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:18 30.06.2018
30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. ზოგჯერ სხვასაც უნდა დაუთმოთ. არ შეიძლება ყოველთვის თქვენ იყოთ მართალი. ხანდახან კი თვითკრიტიკაც "წამალია". 



კურო
მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან, დაპირისპირებას საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო გაატარეთ შვიდ გარემოში, გაისეირნეთ ბუნებაში. 



ტყუპი
მეტი დრო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში. ასე უფრო ნაკლებს იფიქრებთ უსიამოვნებაზე. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. 



კირჩხიბი
ცვლილებების დღეა, მშვიდად შეხვდით მოვლენებს და ეცადეთ, არ დაკარგოთ ღირსება. ნუ გეწყინებათ, თუ ვინმე რამეში გაჯობებთ. 



ლომი
ახლობლები დასვენების საშუალებას არ მოგცემენ. ყველას დღეს მოუნდება თქვენთვის იდეების გაზიარება. იყავით მეტად მეგობრული. 



ქალწული
მოერიდეთ ექსპერიმენტებს, ნუ შეასრულებთ სხვათა ვალდებულებებს. მოსალოდნელია შეფერხება ელექტროობასთან, ტრანსპორტთან, კავშირგაბმულობასთან. 



სასწორი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან. დღეს ნუ დაგეგმავთ ხელშეკრულების გაფორმებას, ქორწინებას, საოჯახო წვეულების მოწყობას. 



მორიელი
ეცადეთ, დღევანდელი დღე მშვიდად გაატაროთ. სწორი გათვლითა და ცივი გონებით იმოქმედეთ. კარგად გაერკვიეთ დეტალებში და ისე მიიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილებები. 



მშვილდოსანი
სიახლეები და თავგადასავლები გწყურიათ. თუმცა, გამარჯვებულის დაფნის გვირგვინმა შეიძლება უსიამოვნებებიც მოგიტანოთ. სიფრთხილე გმართებთ, თუ თქვენი საქმიანობა ბავშვებთანაა დაკავშირებული.

 

თხის რქა 
ნუ მოექცევით მშობლების ან მეუღლის გავლენის ქვეშ. მაქსიმალურად მოერიდეთ უსიამოვნებებს, მაგრამ გადაწყვეტილებები თქვენს სასარგებლოს მიღეთ. 



მერწყული
ნუ დაარღვევთ ეტიკეტს, საზოგადოებაში მიღებულ წესებს; ნუ ჩააგდებთ საზოგადოებას შოკში საკუთარი საქციელით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდება თქვენი ჯანმრთელობა, ოჯახური ცხოვრება, რეპუტაცია. 


თევზები
ნუ მოიქცევით სასიყვარულო ან საქმიანი პარტნიორის ჯიბრზე. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. 

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge