Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:56 29.06.2018
ჰიმლერის ქალიშვილი 60-ებში დასავლეთ გერმანულ დაზვერვაში მუშაობდა

გერმანიის ფედერალურმა სადაზვერვო სამსახურმა (BND) დაადასტურა, რომ ფაშისტური გერმანიის ერთერთი ლიდერის, SS-ის რეიხსფიურერ ჰენრიხ ჰიმლერის ქალიშვილი გუდრუნ ბურვიცი სამოციან წლებში მათ უწყებაში მუშაობდა.


"ვადასტურებთ, რომ 1963 წლიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში ქალბატონი ბურვიცი მართლაც მუშაობდა ჩვენს უწყებაში. მისი სამსახურიდან გათავისუფლება დაემთხვა იმ დროს, როდესაც ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებყლება იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა წარსულიც ნაციზმს უკავშირდებოდა," - აცხადებენ BND-ში.

 

გუდრუნი ჰიმლერის ერთადერთი კანონიერი შვილი იყო. როგორც გერმანული მედია იუწყება, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი მემარჯვენე ექსტრემისტებს დაუკავშირდა და მათ მიტინგებშიც იღებდა მონაწილეობას.

 

ჰიმლერის ქალიშვილი 2018 წლის მაისში, 88 წლის ასაკშ გარდაიცვალა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge