Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:50 28.06.2018
ზაფხულის დიეტა - როგორ ვიკვებოთ, რომ წონაში დავიკლოთ და ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ

ზა­ფხულ­ში ორ­გა­ნიზმს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. თუ გა­რეთ დიდი ხნით გიხ­დე­ბათ ყოფ­ნა, იზ­რდე­ბა დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის, კა­ნის გა­მოშ­რო­ბის, მი­ნე­რა­ლე­ბი­სა და ვი­ტა­მი­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის რის­კი.

 

ამე­რი­კე­ლი დი­ე­ტო­ლო­გის, ჯული კეის თქმით, არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და გემ­რი­ე­ლი მე­თო­დი, თა­ვი­დან ავი­რი­დოთ მო­სა­ლოდ­ნე­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი - დი­ე­ტო­ლო­გი გვირ­ჩევს, მი­ვირ­თვათ სე­ზო­ნუ­რი ხილი და ბოსტნე­უ­ლი.

 

 

 

 

 

 

პო­მი­დო­რი

პო­მი­დორ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბი და C ვი­ტა­მი­ნია, ასე­ვე - ფი­ტო­ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­გო­რიც არის ლი­კო­პე­ნი, რო­მე­ლიც ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბებს ებ­რძვის.

 

 

ყა­ბა­ყი

ყა­ბა­ყი შე­ი­ცავს ცი­ლო­ვან ნივ­თი­ე­რე­ბას - პექ­ტინს, რო­მე­ლიც გუ­ლის მუ­შა­ო­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა. ასე­ვე, ამ­ცი­რებს ქო­ლეს­ტე­რი­ნის დო­ნეს.

 

 

სა­ზამ­თრო

ეს ხილი დე­ჰიდ­რა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა, სი­თხის მი­ღე­ბა მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის დროს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დი­ე­ტო­ლო­გი ჰე­ნელ ფან­ქი ამ­ბობს, რომ სა­ზამ­თრო­ში წყლის დიდი რა­ო­დე­ნო­ბაა, ამი­ტომ მისი მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სი­თხის ბა­ლანსს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებთ.

სა­ზამ­თრო­ში, ასე­ვე, არის ლი­კო­პე­ნი, რო­მე­ლიც კა­ნის უჯრე­დებს მზის­გან და­ზი­ა­ნე­ბის­გან იცავს.

 

 

იო­გურ­ტი

ცი­ლო­ვა­ნი და­ბალ­კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც თქვე­ნი პლა­ჟის ჩან­თა­შიც მარ­ტი­ვად მო­თავ­სდე­ბა (თუ გას­ვლამ­დე ჭი­ქას გა­ყი­ნავთ, ტემ­პე­რა­ტუ­რას დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს) არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია ზა­ფხუ­ლის რა­ცი­ო­ნის­თვის. ცილა შიმ­ში­ლის გრძნო­ბას და­გიკ­მა­ყო­ფი­ლებთ.

 

 

მაყ­ვა­ლი და ჟოლო


ეს კენკრო­ვა­ნი ხილი ბოჭ­კო­თია მდი­და­რი. ჟოლო საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს, გან­სა­კუთ­რე­ბით - თუ სე­ზო­ნი არ არის, თუმ­ცა ამ პა­ტა­რა კენკრა­ში უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბაა, მათ შო­რის - C ვი­ტა­მი­ნით. 1 ფინ­ჯან ჟო­ლო­ში 8 გრა­მი ბოჭ­კოს შემ­ცვე­ლო­ბაა.

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge