Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:02 28.06.2018
მეცნიერებმა 11 გენს მიაგნეს, რომლებსაც კიბოს მეტასტაზების შეჩერება შეუძლია

კანადელმა მეცნიერებმა ალბერტას უნივერსიტეტიდან მიაკვლიეს 11 გენს, რომლებსაც, სპეციალისტების მოსაზრებით, ცოცხალ უჯრედში კიბოს მეტასტაზების დაბლოკვის უნარი აქვს. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ გენებს კიბოს მეტასტაზების 99.5 პროცენტის შეჩერება შესაძლებელია. კვლევის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

 

მეცნიერებმა კვლევები ჯერჯერობით მხოლოდ ფრინველის ემბრიონზე ჩაატარეს, რომელსაც კვერცხის გარსი შემოცლილი ჰქონდა, რამაც მკვლევრებს საშუალება მისცა პროცესისთვის თვალი რეალურ დროში ედევნებინათ.

 

ისინი ამბობენ, რომ შედეგები წარმატებულია და ამ მეთოდით მათ აღმოაჩინეს “11 ახალი გზა, რომელსაც მეტასტაზების აღკვეთის პოტენცია აქვს”.

ავტორ(ებ)ი :