Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:31 27.06.2018
"სრულყოფილი ინფორმაცია თურქეთში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით" - ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:


 

"როგორც სოციალურ ქსელში ვკითხულობ, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია თურქეთში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.


ამიტომ, ძალიან მოკლედ:


1. ერდოღანმა პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში 52.5% აიღო.


2. პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა "ხალხის ალიანსმა", რომლის შემადგენლობაში იყო ერდოღანის პარტია (სამართლიანობის და განვითარების პარტია) 42,5%-ით და ნაციონალური მოძრაობის პარტია 11%-ით, ჯამში 53%-ზე მეტი. შესაბამისად, სხვა პარტიები რომ აღარ განვიხილოთ, ერღოღანი პარლამენტსაც უმრავლესობით აკონტროლებს.


და მთავარი


3. ადრე მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, ამ ვადამდელი არჩევნების შემდეგ, თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკა ხდება, უქმდება პრემიერ-მინისტრის პოსტი და ერდოღანი განუსაზღვრელ აღმასრულებელ ძალაუფლებას იღებს, მ.შ. უმაღლესი თანამდებობის პირების დანიშვნის უფლებით.


ამგვარად, მან მიაღწია საწადელს და ორი წლის წინ დაგეგმილი (უფრო ადრე ჩაფიქრებული) ცვლილებები სისრულეში მოიყვანა." - წერს იგი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge