Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:28 27.06.2018
„მოსაყდრე არ ნიშნავს პატრიარქობას – ეს მკრეხელობაა“

ვისაც ირჩევენ მოსაყდრედ, მას არ შეუძლია, საპატრიარქო კანდიდატი იყოს. ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ ტაშირის და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონ იარაჯულმა ტელეკომპანია „ტვპირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, მეუფე შიოს პატრიარქობის ამბიცია არ გააჩნია. მოსაყდრე არ ნიშნავს პატრიარქობას – ეს მკრეხელობაა – აღნიშნა მთავარეპისკოპოსმა.

“ფიქრი და საუბარი, რომ მღვდელმთავართა შორის არის მტრობა, მერწმუნეთ ეს არის მღვდელმთავრებისთვის ხელოვნურად შექმნილი იმიჯი. ასეთი პრობლემა მღვდელმთავართა შორის არ არსებობს. მე კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევ ამ ტენდენციის გავრცობის მცდელობას, რომ თითქოს ჩვენ შორის არის კონკურენცია. კონკურენცია ნამდვილად არ არსის, რადგან მოსაყდრე არ არის ის, რა შინაარსობრივი დატვირთვაც მისცა მასმედიამ და ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა. ამის შესახებ საბერძნეთის საპატრიარქოდან დამიკავშირდნენ და მკითხეს, მართლა დანიშნა, თუ არა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა თანამოსაყდრე, ხოლო მე ავუხსენი, რომ მეუფე შიო არის არა თანამოსაყდრე, არამედ ადგილის შემთავსებელი. საეკლესიო კანონმდებლობით, საპატრიარქოს გათავისუფლებული ტახტის შემთხვევაში (რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს) ხდება ადგილის შემთვსებლის გამორჩევა უძველეს საპატრიარქოებში – ეს შეიძლება იყოს ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, ან არ იყოს ასეთი სახით უპირატესი, რომელსაც ევალება წარუძღვეს ეკლესიის იმ პიერიოდის საიორგანიზაციო ადმინისტრაციულ ცხოვრებას, რომელიც დგას დღის წესრიგი. უპირველესი ამოცანაა, აირჩიონ ეკლესიის ახალი მეთაური. ვისაც ირჩევენ ჩვენებურად –  მოსაყდრედ, ანუ ადგილის შემთავსებლად, ის არ შეიძლება იყოს საპატრიარქო კანდიდატი – იმიტომ, რომ მან უნდა უხელმძღვანელოს საორგანიზაციო მხარეს, რათა აირჩეს კანდიდატი. თუ მას სურს პატრიარქობა, ის დატოვებს მოსაყდრის პოზიციას და სხვა გახდება მოსაყდრე. საქართველოში კი – ტერმინი მოსაყდრე გაჩნდა 1917 წელს. ამ პერიოდის საქართველოში ეს წოდება გახდა პრივილეგირებული. რა მოხდა დღეს ჩვენ სინამდვილეში? – პატრიარქმა თავისი ქმედებით უარყო ეს არასამართლებრივი ფორმა, რომელიც ანდერძის საკითხს უკავშირდება. ანდერძი სამართლებრივად უკავშირდება მემკვიდრეობას. გახსოვთ, რა პროცესებიც უძღვოდა ამ ფაქტს, ვიდრე მოსაყდრის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა და მან არაჩვეულებრივი ნაბიჯი გადადგა – საზოგადოებას აჩვენა, რომ გამჭვირვალეობის მქონე ეკლესიაში არაფერია დასამალი და ასე გადაწყვიტა. მან უფრო დააახლოვა დღვანდელი საეკლესიო ყოფა პირვანდელ საეკლესიო ფორმასთან და ამით სრულად მიუსადაგა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებულ მოდელს. სამართლებრივი თვალსაზრისით, მოსაყდრე არ ნიშნავს პატრიარქობას. ეს მკრეხელობაა. მოსაყდრეობა არ არის პირობა დედაქალაქის ეპისკოპოსობის და კათალიკოს-პატრიარქობის პატივის მოსაპოვებლად. მოსაყდრეობა ეს არის შესაბამისი საორგანიზაციო პროცედურის წარმართვა. მეუფე შიოს თუ ექნება ამის სურვილი და ის კრების მიერ იქნება მოწონებული, რა პრობლემაა. მას ამის ამბიციები არ აქვს. ვინც თავს წარმოაჩენს შესაბამისი მონაცემებით და მსოფლხედველობრივი, გონებრივი მონაცემებით, მხარს მას დავუჭერ” – განაცხადა მეუფე ზენონმა.

 

 

dogma.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge