Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:03 25.06.2018
TBILISI OPEN AIR 2018 წარმატებით დასრულდა

 

ფესტივალი, TBILISI OPEN AIR 2018 რომელსაც საზოგადოება მთელი წლის განმავლობაში ელოდა, ლისის ტბიდან 2 კილომეტრში, „ლისი ვანდერლენდში 22 ივნისს გაიხსნა.

 

სამი დღის განმავლობაში ფესტივალმა სტუმრებს ოთხი განსხვავებული სცენა (MAIN STAGE, EYE STAGE, GARDEN STAGE, SINGER JAZZ STAGE), მრავალფეროვანი მუსიკალური ჟღერადობაუამრავი სახალისო აქტივობა შესთავაზა.

 

მსმენელის წინაშე წელს 70-ზე მეტი არტისტი წარდგა: Tom Odell, Rosin Murphy, SEVDALIZA, BeardyMan, KayaKata, Roman Flugel, Cleveland, Rachael Yamagata, Papooz, R.O x Konoba, MokuMoku, Avalon, Ritmo, Katana, რეზო კიკნაძის კვინტეტი, დინი ვირსალაძის ტრიო, ზურა რამიშვილის ტრიო, პაპუნა შარიქაძის ტრიო მიშო ურუშაძესთან ერთად და სხვები.

 

 „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში, ერთ-ერთმა მსმენელმა თეონა ცუცქირიძემ ღონისძიება დადებითად შეაფასა:

 

"ამ მუსიკალურმა ფესტივალმა ბევრ ახალგაზრდას მისცა თავისი თავის გამოვლენის საშუალება. თუმცა, Open Air-ს სხვა “ღირსებაც” აქვს. აქ მოსული სტუმრები მხოლოდ და მხოლოდ კარგი დროის გატარებაზე, ერთად ყოფნაზე, კარგი მუსიკის მოსმენაზე არიან ორიენტირებულები, ეს დამოკიდებულება კი ქმნის იმ გარემოს, რასაც Open Air ჰქვია." - განაცხადა მან. 

 

 

TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის.

 

ღონისძიებას ყოველწლიურად 50 000-მდე ადამიანი ესწრება, მათ შორის 5000-მდე ტურისტი.

 

ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერითა დაალთერ ვიჟენ ჯგუფისორგანიზებით გაიმართა.  ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია TBC ბანკი.

 

ხოლო სპონსორები: „აისი”, Check in Georgia, მასტერქარდი, LTFR, სტარტაპ მარკეტი, ლიკანი.

 

TBILISI OPEN AIR-ის მედია პარტნიორები არიან რუსთავი 2, იბერია, არტ-არეა, მაი ვიდეო, BM.GE, რადიო ენერჯი, ავტო-რადიო, რადიო შოკოლადი, On.ge, ინდიგო, marketer.ge, NETGAZETI.GE, LIBERALI.GE, TABULA.GE, AT.GE, ADJARANET.GE.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge