Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:11 25.06.2018
ევროკავშირის ცხრა ქვეყანა მობილურ სამხედრო ძალებს ქმნის

ევროკავშირის ცხრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სამხედრო რეაგირების ერთობლივი ევროპული ძალების ფორმირებას ითვალისწინებს. ხელმომწერებს შორის დიდი ბრიტანეთიცაა. გაერთიანებულ სამეფოს მასში მონაწილეობის საშუალება „ბრექსიტის“ შემდეგაც შეეძლება. ამის შესახებ „Politico“ იუწყება. ერთობლივი ძალების ინიციატივა, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ხელმძღვანელობს, ავტონომიური ევროპული თავდაცვითი შეიარაღებული ძალების შექმნის გეგმის ფარგლებში მიმართული იქნება კრიზისულ სიტუაციებში ევროპის საზღვრებთან ჯარების სწრაფი განლაგებისკენ. ჯგუფში ერთიანდებიან - გერმანია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, დანია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ესპანეთი და პორტუგალია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge