Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:57 25.06.2018
რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 25 ივნისი – 1 ივლისის პერიოდში

ივნისის ბოლო კვირა – 25 ივნისი – 1 ივლისის პერიოდი საკმაოდ პოზიტიური იქნება, მხოლოდ მოკლე ნეგატივები და მსუბუქი ემოციური „აფეთქებებია“ მოსალოდნელი. ნერვული დაძაბულობის მიზეზები იქნება – მზე კირჩხიბის ნიშანში, რაც აუცილებლად გაზრდის ეჭვიანობასა და ემოციურობას, და მარსი, რომელიც რეტროგრადული მოძრაობის დაწყებისთვის ემზადება. ეს ასტროლოგიური ტენდენციები ნერვოზულობისა და გაღიზიანებისკენ განგვაწყობს, თუმცა, მზისა და მარსის ნეგატიურ გავლენას სხვა პლანეტები შეამსუბუქებენ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ნიშანს მაინც მოუწევს არახელსაყრელ პირობებთან პრისპირ დადგომა.

 

 

კიდევ ერთი რამ ასტროლოგ–ექსპერტებისგან ყველა ნიშნის წარმომადგენლისთვის – თუ ამ კვირაში მოგინდებათ, რომ საკუთარ თავს ასიამოვნოთ, აუცილებლად და დაუყოვნებლივ გააკეთეთ ეს. დროის ამ მონაკვეთში ყველაფერი დასაშვებია, რაც განწყობას აგიმაღლებთ, თუნდაც, დიდი თანხის დახარჯვით რისკავდეთ – ნუ იქნებით ხელმომჭირნე, ჩათვალეთ, რომ ყიდულობთ გაწყობას, მოტივაციასა და პროდუქტიულობას გრძელვადიანი პერიოდისთვის. წარმატებებს გისურვებთ!

 

 

 ვერძი

 

ამ კვირაში სჯობს, ტყუილებისა და მანიპულაციებისგან თავი შეიკავოთ, თუნდაც ეს კეთილი საქმისთვის იყოს საჭირო. საქმე ის კი არაა, რომ ტყუილი ადამიანებს არადამაჯერებლად მოეჩვენებათ, პირიქით, მერწყულში მყოფი გაძლიერებული მარსის გავლენა არტისტულობას, ქარიზმასა და მჭევრმეტყველებას მოგანიჭებთ. უბრალოდ, თქვენი ნებისმიერი ცრუ–სიტყვა სხვებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება და ეს მომავალში უამრავ პრობლემას შეგიქმნით.

 

განსაკუთრებით რთული იქნება, რომ საკუთარ თავს არ მოატყუოთ. ამ კვირაში მოგიწევთ, ისწავლოთ თქვენი შეცდომების, მანკიერებებისა და ნაკლის აღიარება, ამიტომ ახლა სიცრუის ქსელის შექმნა და თვალთმაქცობა უკიდურესად საშიშია. იმედგაცრუება და საკუთარი შეცდომების აღიარება მტკივნეული იქნება. დანარჩენ შემთხვევებში ეს კვირა წარმატებას მოგიტანთ: ყველაზე კარგი პერიოდია კრედიტების აღების ან დაფარვისთვის, ბიზნესის გაფართოების, ახალი პროექტების დაწყებისა და ახალი სამსახურის დაწყებისთვის. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურად პატიოსნად და ღიად იმოქმედებთ.

 

 

 კურო

 

ეს კვირა განსაკუთრებით ხელსაყრელია შენაძენებისთვის, დიდი შანსია, რომ მსხვილი შენაძენი წარმატებული აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ეს არამატერიალურ სფეროზეც იმოქმედებს: კვირის დასაწყისი ხელსაყრელი იქნება ახალი რომანების დასაწყებად, ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად. ადამიანების დახმარებისა და დასაჩქრებისგან კი ამ კვირაში, სჯობს, თავი შეიკავოთ – ამან, შესაძლოა, ფინანსური წარუმატებლობა მოიტანოს.

 

კვირა სატურნის მფარველობით წარიმართება, რომელიც თხის რქის ნიშანში იქნება – აქედანაა ფულთან დაკავშირებული იღბლიანობაც – ამ შვიდ დღეში ყველა მატერიალური ხასიათის პრობლემა თავისთავად, ჯადოსნურად გადაწყდება. ამიტომ რაც მეტ საქმეს გააკეთებთ და ეფექტურად იმუშავებთ, მით მეტს მოასწრებთ და მეტსაც მიიღებთ, თან დიდი ძალისხმევის გარეშე. არ გაუშვათ მომენტი.

 

ტყუპი

 

თუ მათ რიცხვს ეკუთვნით, ვინც ადამიანებს გარეგნობით აფასებს, დროა, უარი თქვათ ამაზე, განსაკუთრებით 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, როდესაც მერკური კირჩხიბის ნიშანს დატოვებს და ლომის თანავარსკვლავედში გადავა, თქვენში, შესაძლოა, საკუთარ თავზე დიდმა წარმოდგენამ და პატივმოყვარეობამ გაიღვიძოს. თუმცა, ამ სამ დღეში ყველაზე ღატაკმა და გარეგნულად უსიამოვნო ადამიანმა შეიძლება საოცარი სამსახური გაგიწიოთ. 

 

დანარჩენ დღეებს რაც შეეხება, ივნისის ბოლო კვირა თქვენთვის სასიხარულო იქნება. ზომიერი მერკურის გავლენა ენერგეტიკულ ზრდას, შემოქმედებით წვასა და საქმიან აქტივობას გპირდებათ. ამასთან, ზედმეტად ემოციურ ტყუპს, შესაძლოა, რამდენადმე უსიამოვნო აზრები ეწვიოს. ამაზე დიდ ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. იაზროვნეთ პოზიტიურად.

 

 

 კირჩხიბი

 

კირჩხიბებს ამ კვირაში რისკის საფრთხე გაქვთ – შესაძლოა, თაღლითების მსხვერპლი გახდეთ და სერიოზული ფინანსური დანაკარგი გქონდეთ. საქმე ისაა, რომ თქვენ ნიშანში ერთდროულად იქნებიან მზეცა და მერკურიც . ეს კომბინაცია გამოიწვევს გონებადაფანტულობას, ემოციურობასა და ნდობის გრძნობის გაღვიძებას. ასტროლოგები გირჩევენ, ფულთა დაკავშირებით ყველაფერი კარგად შეამოწმოთ.

 

ამ კვირაში, სჯობს, არავის მიენდოთ ფულის საკითხებში, ყველაფერს კარგად ჩაუღმავდეთ. თუ თქვენი საქმიანობა ხელოვნების სფეროს უკავშირდება, შესაძლებლობა გექნებათ, საუთარი თავი წარმოაჩინოთ. მთავარია, გახსნათ თქვენი ფარული ნიჭი. უქმეები შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის.

 

 ლომი

 

ამ კვირაში ლომებს კარიერა და საქმიანი ურთიერთობები გაიტაცებთ. ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ დაძაბული ურთიერთობები გელოდებათ ხელქვეითებთან და შესანიშნავი – ხელმძღვანელ პირებთან. სამუშაო შინაგან რესურსებს გამოგაცლით, ამიტომ იპოვეთ დრო ენერგეტიკული დამუხტვისთვის.

 

ვენერა თქვენს ნიშანში მყუდროდ განთავსდება, რასაც რომანტიკისა და სიყვარულის სფეროში პრობლემების მოტანა შეუძლია. ამ კვირაში, შესაძლოა, სერიოზულ სკანდალებში, ჭორებსა და ინტრიგებში გაეხვეთ. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ასეთი მდგომარეობა გარკვეულ კმაყოფილებას მოგიტანთ – ცხოვრება და ემოციები დუღილს დაიწყებს. ნერვული სისტემის დამშვიდებაში შოპინგი, მუშაობა და სპორტული აქტივობა დაგეხმარებათ.

 

 

 ქალწული

 

მიუხედავად განმარტოებისა და სიწყნარეში ყოფნის სურვილისა, ამ კვირაში არაკომუნიკაბელურ ქალწულებს მოუწევთ თავიანთი კომფორტის ზოიდან გამოსვლა და ცხოვრებისეულ რეალიებში ჩაფლობა.

 

თქვენი გზამკვლევი ამ კვირაში მერწყულში გაძლიერებული მარსი გახდება. ამასთან დაკავშირებით აქტიური სოციალური ცხოვრება გელოდებათ: ახალი ნაცნობობა, წვეულებები, ახალი და გაუგებარი ემოციები, შთაბეჭდილებები და სიურპრიზები. სამწუხაროდ, რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად ივნისის ბოლო კვირა არცთუ ხელსაყრელია – სჯობს, ივლისის დადგომას დაელოდოთ.

 

 

 სასწორი

 

სასწორებს ამ კვირაში მოვლენების გამო აღშფოთება და გარშემომყოფების მიმართ გაღიზიანება გელოდებათ, ეს კი განწყობას გაგიფუჭებთ. მარსის უარყოფითი გავლენის გარდა, ბრძოლა მოგიწევთ ხან შფოთვასთან, ხან ძილის მოთხოვნილებასთან, რაც თქვენს განწყობას ვერ გამოასწორებს. სიტუაციის გამოსწორება შეიძლება იოგით, სპორტით, შვებულებით – ახალი შთაბეჭდილებები ფიქრებს მწარე და შხამიანი კრიტიკისგან და ახლობლებში მტრების ძებნისგან მეტად სასიამოვნო რამეებზე გადაგატანინებთ.

 

როგორც ასტროლოგები პროგნოზირებენ, თუნდაც ემოციები გააკონტროლოთ, მაინც შესაძლებელია, რომ მოულოდნელად გარშემომყოფებს არასასიამოვნო რაღაცები უთხრათ. შეეცადეთ, ამ პერიოდში თავი აარიდოთ ახალ ნაცნობობას, აქტიურ სოციალურ ცხოვრებას, რადგან ამ კვირაში მშვიდად ურთიერთობები თქვენს ძალებს აღემატება. სამაგიეროდ, მატერიალურ სფეროში სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.

 

 

 მორიელი

 

რეტროგრადული იუპიტერი თქვენს ნიშანში მოგიტანთ არა მხოლოდ წარმატებას, არამედ ბევრ ენერგიასაც – სავსე იქნებით შთაგონებით, აზარტით, მოტივაციითა და მოუთმენლობით, გაღიზიანებითა და წარმატების მიღწევის ჟინით. ეს ფეთქებადსაშიში მდგომარეობა წვრილმანებზე რომ არ დახარჯოთ, სჯობს, მნიშვნელოვან საქმეებზე მოახდინოთ ფოკუსირება. 25 ივნისი – 1 ივლისის პერიოდში ისე, როგორც არასდროს, უზარმაზარი შანსი გაქვთ, რომ სასურველს მიაღწიოთ ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში.

 

ამ კვირაში იქნება სირთულეებიც, რომლებიც მოულოდნელად გაჩნდება. კრიტიკულ სიტუაციებში გონივრული იქნება, რომ დახმარებისთვის ახლობლებს მიმართოთ. ფრთხილად იყავით და ძალიან არ დაიძაბოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ამ კვირაში თავი აარიდეთ დამქანცველ მუშაობასა და დიეტებს – იმისთვის, რომ კვირამ სრულფასოვნად განვლოს, ბევრი ენერგია და ძალა გჭირდებათ.

 

 

 მშვილდოსანი

 

მზე კირჩხიბის ნიშანში მუდამ თქვენს პროვოცირებას ახდენს, რომ საკუთარი თავით უკმაყოფილო იყოთ, იმედი გაგიცრუვდეთ ცხოვრებაზე, აგეკვიატოთ უსიამოვნო ფიქრები და განწყობა ხშირად შეგეცვალოთ. ამ ასტროლოგიურმა კომბინაციამ ბევრ მშვილდოსანში, შესაძლოა, სევდიანი განწყობა შეიტანოს. თუმცა, შინაგანი დისკომფორტი მხოლოდ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ თქვენი ცხოვრება მალე შეიცვლება. არ ღირს, საკუთარ თავში, გარეგნობასა და საქციელში  რაიმეს მკვეთრად შეცვლა – ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, სჯობს ყველაფერმა თავისი რიგით იდინოს.

 

ასტროლოგები გირჩევენ, იყოთ ყურადღებით და მოვლენების განვითარებას გულდასმით მიადევნოთ თვალი: ნებისმიერ პრობლემას ამ კვირაში შეუძლია ცხოვრების ნეგატიურ ცვლილებებზე ზემოქმედება. ამიტომ, თუ ყურადღებით იქნებით და საჭეს დროულად დაიმორჩილებთ, სიტუაციის საჭირო კალაპოტში ჩაყენებას შეძლებთ. უსმინეთ შინაგან ხმას და მეტად – დროთა განმავლობაში გამოცდილი მეგობრების რჩევებს.

 

 

 თხის რქა

 

მშფოთვარე მთვარეს, რომელიც თქვენს ნიშანში გადასასვლელად ემზადება, 28 და 29 ივნისს განწყობის მკვეთრი ცვლილებები შეუძლია გამოიწვიოს. ეცადეთ, ყური დაუგდოთ თქვენს სურვილებს და ამასთან, თავი აარიდოთ აქედან ძალზე ეგოისტურს. ამ კვირაში არასასურველია ნებისმიერ უსიამოვნო ვითარებასთან შეგუება – სიცხესთან, შემბოჭავ ტანსაცმელთან, დაღლილობასთან. წყურვილიც კი ორგანიზმის პირველივე მინიშნებისას უნდა მოიკლათ.

 

რაც შეეხება ეგოიზმს, ეცადეთ, გაგებით მოეკიდოთ გარშემომყოფებს – მათ ბრაზს, ბოროტებას, შურს, ცუდ განწყობას თქვენთვის ზიანის მოტანა შეუძლია; ამასთან, არ იჩქაროთ და სიმართლედ არ მიიღოთ ნაჩქარევი დასკვნები. მთვარის გავლენა „დაგაჯილდოებთ“ ეჭვიანობითა და მრისხანებით, ამიტომ ნუ მიაწერთ ამ გრძნობებს გარშემომყოფებს, განზრახვით არავინ მოგატყუებთ და გავნებთ. ეცადეთ, მეტი ისეირნოთ, იმხიარულოთ და იოხუნჯოთ – ეს უსიამოვნო და არაკონსტრუქციულ ფიქრებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

 

 

 მერწყული

 

ეს შესანიშნავი კვირაა ცვლილებებისთვის, გარდაქმნებისთვის სამსახურში, პირად ცხოვრებასა და შემოქმედებაში. ძალზე ხელსაყრელი ფინანსური პერსპექტივაც გელოდებათ – შემოსავალი, შესაძლოა, რამდენჯერმე გაიზარდოს, განსაკუთრებით, თუ კვირის დასაწყისს სამუშაოს დაუთმობთ. თხის რქის ნიშანში გაძლიერებული სატურნის გავლენა დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

უქმეების მოახლოებასთან ერთად, შესაძლოა, დათრგუნული განწყობა და აპათია დაგეუფლოთ, მაგრამ ამის განდევნას ადამიანებთან ურთიერთობებით შეძლებთ. საჭირო არაა მოვლენების ცენტრში აღმოჩნდეთ და ზედმეტი ყურადღება მიიპყროთ – საკმარისია, განამტკიცოთ ურთიერთობები პარტნიორთან ან აღადგინოთ დაკარგული კავშირები.

 

 

 თევზები

 

ამ კვირაში თევზებს დიადი ტრიადა ელოდებათ – ძლიერი გრძნობები, მისტიკა, სულიერი განცდები. ამის მიზეზი ლომის ნიშანში მყოფი ვენერას ზემოქმედებაა. ილუზორული სამყარო რეალობაზე უპირატესობას მოიპოვებს, რის გამოც დროებით, შესაძლოა, ტკბილ ოცნებებში ჩაიძიროთ. გარშემომყოფებისთვის თქვენი საქციელი უცნაური და გაუგებარი იქნება. ნურაფრის ახსნას ნუ შეეცდებით – იქით გაცურეთ, საითაც თქვენი შინაგანი ხმა და ცნობისმოყვარეობა გიკარნახებთ.

 

ასტროლები გირჩევენ, ნუ გაუბრაზდებით ახლობელ ადამიანებს, თუ ისინი ვერ გაგიგებენ: ამ კვირაში ეს მათი ბრალი არაა. შეგიძლიათ, ყურადღება არ მიაქციოთ საქმეებს, რომლებიც აღარ გაინტერესებთ და დაიწყოთ იმის კეთება, რაც მოგწონთ, მაგრამ წუთიერ შედეგების იმედი ნუ გექნებათ – ნაყოფს მოგვიანებით მოიმკით. შეინარჩუნეთ კარგი განწყობა და გარშემომყოფების მიმართ კეთილი დამოკიდებულება.

ავტორ(ებ)ი : sputnik-georgia.com