Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:33 23.06.2018
"რუსთაველი თუ სხვა ქართველი მწერლები სამწუხაროდ, არ მსმენია" - ცნობილი ფრანგი მწერალი ბაიბურშიც არ იყო, რა დიდი ლიტერატურის ქვეყანაში ჩამოფრინდა

ფეისბუკმომხმარებელი მზია ნოზაძე სოციალურ ქსელშო პოსტს აქვეყნებს და წუხს, რომ ცნობილ ფრანგ მწერალს, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, რუსთაველის შესახებ არაფერი სმენია:

 

„მიშელ უელბეკის პრესკონფერენციიდან მოვდივარ და ცოტა ნაწყენიც კი ვბრძანდები, რომ ცნობილი ფრანგი მწერალი ბაიბურშიც არ იყო, რა დიდი კულტურის , დიდი ლიტერატურის ქვეყანაში ჩამოფრინდა. "მგონი, ვაზი გაქვთ ხომ?" "რუსთაველი თუ სხვა ქართველი მწერლები სამწუხაროდ, არ მსმენიაო". "მინდა გავერკვე რატომ გიყვართ ასე ჩემი ნაწარმოებები. თუმცა, განუვითარებელ სახელმწიფოში ჩემი წიგნები არ მოეწონებოდათო". კულტურის მინიტრი გვერდით უჯდა, მაგრამ პაწია რეპლიკითაც არ გამოსარჩლებია ჩვენს კულტურას და მეც ვერ მოვასწარი შეკითხვის ჩაკვეხება, რადგან პრესკონფერენცია უცებ დამთავრდა. ღამის 3-ზე ჩამოფრენილი, საკმაოდ მოფახფახებული აღნაგობის კაცი რადგან გამოძინების ნაცვლად 12-ზე პრესკონფერენციაზე იჯდა და იქიდან ყაზბეგის გზას გაუყენებდნენ ორგანიზატორები, თავი შევიკავე. კულტურის მინისტრს და თანმხლებ პირებს კი ვთხოვე გააგებინეთ სად იმყოფება -მეთქი. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაფრინავს, თურმე, თავის გამომცემელთან ერთად და ღამის 3-ზე ამდენი დამხვედრი არსად გვინახავსო"- განაცხადეს. ნამდვილად კარგი მწერალია, მაგრამ რად ვიტეხავთ ღამეს, რატომ ვეგებით ფეხქვეშ ნოხივით, როცა თვითონ ბროშურაც არ გადაუთვალერებია ჩვენზე, რომ ამ დილით 300 კამერის წინაშე მოსაჩვენებლად მაინც არ დაფიქსირებულიყო ქართულ კულტურისადმი პოპულარული ფრანგი მწერლის სრული გულგრილობა. სხვათაშორის, უელბეკი პირველად ოთარ ჭიალაძემ წამაკითხა 20-ოდე წლის წინათ. გამომატანა ჟურნალი "ინოსტრანაი ლიტერატურა" , სადაც "ელემენტარული ნაწილაკები" იყო დაბეჭდილი: "საინტერესო მწერალია. უნდა იცოდეო" , მაგრამ უკვე მათაც უნდა იცოდნენ ჩვენზე რაღაცეები. კი ვართ შეჩვეული, რომ ვერ გვხედავენ, მაგრამ თვითონვე აკლდებათ ქართული კულტურის საგანძური რომ დახურულია მათთვის. ამაზე ათი თავით დიდი მწერლები გვყოლია და კიდევ გვეყოლება... ვერავინ გაგვაკვირვებს მწერლობის მწვერვალებით. ამ საღამოს "გერგეთის სამებიდან" რომ გადმოხედავს სამყაროს მიშელ უელბეკი დარწმუნდება რა ახლოა აქედან უფალი, თვითონ მოაჯადოვებს და დაიცავს თავს მის წინაშე ჩვენი კულტურა...“, წერს მზია ნოზაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge