Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:58 19.06.2018
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 38 წლის ედნარ მსხალაძე, 41 წლის ლეიმონა დვალიშვილი და 68 წლის მანსურ პეტრენდიშვილი 15 და 17 ივნისს სოფელ დისევის და სოფელ არცევის მახლობლად დააკავეს.



„ედნარ მსხალაძე ქართულ მხარეს საჯარიმო სანქციების გარეშე გადაეცა, დვალიშვილისა და პეტრენდიშვილის საქმეები კი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა ცხინვალის რაიონულ სასამართლოს გადასცა“, - განაცხადეს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge