Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:12 14.06.2018
„მინ­და გი­თხრათ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის არ­ცერთ შვილს არ ვიც­ნობ“ - ვისი მეგობარია მომავალი პრემიერ-მინისტრი

მომავალი პრემიერი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე 36 წლი­საა, ის 1982 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი; ფლობს მ.ვ. ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რისხს. 2010 წელს, INSEAD-ის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში მი­ე­ნი­ჭა MBA-ს კვა­ლი­ფი­კა­ცია. 2013 წლამ­დე მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კულ კორ­პო­რა­ცი­ა­ში, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, ის ერთ-ერ­თი იყო იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს შო­რის, ვინც ყვე­ლა­ზე მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში - "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის წლი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 225 134 ლა­რი იყო. ამას­თან, ბახ­ტა­ძე პა­რა­ლე­ლუ­რად იყო "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის - შპს "ჯორ­ჯია ტრან­ზი­ტის" და შპს "ჯიარ ტრან­ზიტ ლა­ი­ნის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რიც, სა­ი­და­ნაც მისი შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა ერ­თობ­ლი­ვად 64 457 ლა­რი იყო. სა­ერ­თო ჯამ­ში მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის მიერ მი­ღე­ბუ­ლი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 289 591 ლარს შე­ად­გენ­და, რაც თვე­ში სა­შუ­ა­ლოდ 24 132 ლა­რია.

 

რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი სპორ­ტით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, უყ­ვარს რაგ­ბი და ფეხ­ბურ­თი. მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე რაგ­ბის არ­ც ერთ თა­მაშს არ აკ­ლდე­ბა, თა­ვი­სუ­ფალ დროს კი თა­ვა­დაც არის სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. რაგ­ბის სიყ­ვა­რუ­ლი მას ბავ­შვო­ბი­დან მოს­დევს, პა­ტა­რა­ო­ბი­სას მო­რაგ­ბე იყო, თუმ­ცა სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა მის­თვის მხო­ლოდ ჰო­ბად დარ­ჩა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, წლე­ბის წინ, როცა ბახ­ტა­ძე "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ი­ნიშ­ნა, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვა­ჟის, უტა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი იყო. ეს ხმე­ბი კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდა მას შემ­დეგ, რაც ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან წა­ვი­და და მის შემ­ცვლე­ლად სხვა­დას­ხვა კან­დი­და­ტუ­რა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, მათ შო­რის ერთ-ერთი იყო ბახ­ტა­ძეც. ივა­ნიშ­ვილ­მა კო­მენ­ტარ­ში ის ასე შე­ა­ფა­სა: "კარ­გი ბი­ჭია მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე. სხვა­თა შო­რის, მე არ გან­ვი­ხი­ლავ­დი მას კან­დი­და­ტად, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა და შე­იძ­ლე­ბა ერთ ვა­რი­ან­ტად ესეც დარ­ჩეს".

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძეს გავ­რცე­ლე­ბულ ხმებ­ზეც მო­უხ­და პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვილ­ზე - გვან­ცა ივა­ნიშ­ვილ­ზე ქორ­წინ­დე­ბო­და. ბახ­ტა­ძემ სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტი­დან ფე­ის­ბუქ-ჩარ­თვის დროს უპა­სუ­ხა აღ­ნიშ­ნულ შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის­წე­რა. "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­წე­რა რომ სა­სი­ძო ხართ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, რას იტყვით ამა­ზე?" - მის­წე­რა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა ბახ­ტა­ძეს, რა­ზეც მი­ნისტრს გა­ე­ცი­ნა და უპა­სუ­ხა:

"გა­სა­გე­ბია რომ, ეს ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეწე­ვა ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბას, მაგ­რამ იმ­დე­ნად ინ­ტენ­სი­უ­რად რომ თვი­თო­ნაც კი და­ი­ჯე­რა ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ჭო­რე­ბი. ცნო­ბის­თვის, მინ­და გი­თხრათ, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის არ­ცერთ შვილს არ ვიც­ნობ, და მე ზო­გა­დად დამ­რჩა გან­ცდა, რომ ზო­გი­ერ­თმა ჯგუფ­მა სცა­და იმ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შემ­დეგ, რაც ჩვენ გა­ვაჟ­ღე­რეთ, გა­და­ე­ფა­რათ ეს დის­კუ­სი­ე­ბი ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ჭო­რე­ბით... სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­მინ­დია ამის გან­სჯა, თუმ­ცა ვფიქ­რობ ყვე­ლა კარ­გად ხე­დავს და აა­ნა­ლი­ზებს ამ ჭო­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბას" - გან­მარ­ტა ბახ­ტა­ძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge