Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:41 14.06.2018
"ივანიშვილი ხდება პრემიერი და კუკუდამალობანას თამაში მთავრდება..."-თინა ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"მხოლოდ ორი ვერსია აქვს დღეს უმრავლესობას. 


1. ივანიშვილი ხდება პრემიერი და კუკუდამალობანას თამაში მთავრდება მომავალი განტევების ვაცის ან გასაფუჭებელი კაცის ზუსრგს ამოფარებით.


2. ინიშნება ტექნიკური, არაპოლიტ-პარტიული მთავრობა, ცხადდება ახალი არჩევნების გეგმა და შესაბამისი საარჩევნო ცვკილებებით მივდივართ რიგგარეშე არჩევნებოსკენ. 
ევროპა თუ გინდათ ეს არის და საბჭოეთი ლომონოსოვში ისწავლება და ჩემზე უკეთ იცით.


ხოდა კი ვიცი რომ არ მოგწონთ სხვისი აზრების და რჩევების გათავალისწინება, მაგრამ კალენდარული სიზუსტით დაამთხვიეთ ყველაფერი ჩემს ნათქვამს და აბა თქვენ იცით.


ხო, გია ვილსკი მომიკითხეთ, შემდეგი დღის კატასტროფის მოლოდინში იქნებ ოდნავ დაუფიქრდეს ხოლმე ვისზე გასეირნებას გადაწყვეტს ეთერში." -წერს თინა ხიდაშელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge