Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:45 14.06.2018
როგორ ემშვიდობებიან თანაგუნდელები ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი -  დიმიტრი ქუმსიშვილი:

 

"მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა ჩვენ ქვეყანაში, 2,8% იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიბარა ქვეყანა და 6,5% იანი ზრდით დატოვა.


მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო შეუქცევადია."

 

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ ჯანელიძე:

 

"ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გავატარე ჩემი საჯარო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მან მომცა შესაძლებლობა ერთად გვემუშავა როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, საგარეოსა და მთავრობაში. ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი, უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალი. მე უდიდესი გამოცდილება მივიღე მასთან მუშაობით და მოხარული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ეკონომიკურსა და საგარეო პოლიტიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სახით დიდი მეგობარი შევიძინე. დიდი მადლობა, გიორგი! წარმატებებს გისურვებ!"

 

 

საქართველოს პრეზიდენტი- გიორგი მარგველაშვილი:

 

"ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან მიმუშავია, როგორც პრეზიდენტს. მართალია, მესამე პრემიერ-მინისტრია, რომელიც წავიდა, მაგრამ მიმუშავია ოთხ უმაღლეს თანამდებობის პირთან, ეს არის ბატონი კვირიკაშვილი, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი უსუფაშვილი და ბატონი კობახიძე. შემიძლია ნათლად ვთქვა, რომ ბატონი გიორგი იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელთან მუშაობაც ყველაზე კომფორტული იყო, ნათლად განსაზღვრული და გასაგები ხედვით იმისა, რასაც აკეთებდა და რა მიმართულებითაც ავითარებდა ქვეყანას."

 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა.

 

 


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge