Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

22:15 13.06.2018
პრემიერის პოსტს მოქმედი ფინანსთა მინისტრი, ივანიშვილების ფავორიტი მამუკა ბახტაძე დაიკავებს

geotimes.ge-ს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილს მოქმედი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შეცვლის. ეს არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა კარგა ხნის წინ გააკეთა, აცხადებს ჩვენი წყარო. მამუკა ბახტაძე ბოლო წლებია ივანიშვილის ფავორიტია. პრემიერობის ერთერთი რეალური კანდიდატი ის ირაკლი ღარიბაშვილის წავლის მერეც იყო, მაგრამ მაშინ გადამწყვეტი სიტყვა ამერიკულმა განწყობებმა თქვა. მოგეხსენებათ, გიორგი კვირიკაშვილი დასავლეთისთვის ყოველმხრივ მისაღები პერსონაა.  

 

ფინანსთა მინისტრი, „საქართველოს რკინიგზის" ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა, ძალიან ახალგაზრდაა და ეს თავბრუდამხვევი კარიერული წინსვლაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთი სასურველი ადამიანია. ცნობილია ისიც, რომ ბახტაძე უტა ივანიშვილის მეგობარია. მამუკა ბახტაძე 1982 წელს თბილისში დაიბადა, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. ის ფლობს მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, 2010 წელს INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკცია. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს გაიცნეს ერთმანეთი უტა ივანიშვილმა და მამუკა ბახტაძემ. 



ბახტაძე 2013 წლამდე მუშაობდა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში", გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნული კომპანია დავით ბეჟუაშვილის "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შედიოდა".

 

რა ქონებას ფლობს მომავალი ფინანსთა მინისტრი? 2017 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მამუკა ბახტაძე ფლობს საცხოვრებელ სახლს მცხეთაში, კოსმონავტების ქუჩაზე და ასევე მიწის ნაკვეთს ამავე ქალაქში. დეკლარაციის შევსებისას მას "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 25 637,93, დოლარი, "ვი–თი–ბი ბანკის" მიმდინარე ანარიშზე 22 543,86 ლარი, ხოლო "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 6 840,23 ლარი ერიცხებოდა. არ ფლობს ავტომობილს. მისმა შემოსვალმა 2016 წელს სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 220 474 ლარი, შპს "ჯორჯია ტრანზიტის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 45 662 ლარი, შპს "ჯრ ტრანზიტ ლაინის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანადებობაზე კი 18 552 ლარი შეადგინა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge