Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:34 13.06.2018
„ხვალვე იქნება ცნობილი პირველი შეფასებები და ვარაუდები, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი“

ხვალ კონსულტაციები წარიმართება და ხვალვე იქნება ცნობილი პირველი შეფასებები და ვარაუდები, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

“კანდიდატზე წინასწარ არ ვართ შეჯერებული, გამომდინარე იქიდან, რომ პირადად ჩემთვის, ცოტა მოულოდნელი იყო პრემიერის ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ზოგადად, არაერთი კანდიდატი შეიძლება განიხილებოდეს ჩვენი რიგებიდან. ხვალ კონსულტაციები წარიმართება და ხვალვე იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის უკვე პირველი შეფასებები და ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge