Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:05 13.06.2018
„ექიმი, რომელსაც შვილი საფრანგეთში ქიმიაზე ჰყავს და უდიდესი ტრავმის ქვეშაა, ასე უსამართლოდ ექცევა კლინიკა, რომელსაც წლებია ემსახურება“

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მოუწოდება, ბოიკოტი გამოუცხადონ ინგოროყვას კლინიკას და უარი თქვან  მის მომსახურებაზე: 


„მოვუწოდებ მთელ საქართველოს, გვერდით დავუდგეთ ექიმ მურთაზ მამაგეიშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრის კვიტაიშვილი ინტრიგანის გამო გაათავისუფლა ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრის საკუთრებაში არსებული კლინიკის ინგოროყვას დირექტორმა უსაფუძვლოდ და ყველამ ბოიკოტი გამოვუცხადოთ ამ კლინიკას. ვისაც გჯერათ ამ ექიმის უდანაშაულობის, რომელიც ძალიან მაგარი სპეციალისტია, ყველამ უარი ვთქვათ ინგოროყვას კლინიკის მომსახურებაზე და ასე დავსაჯოთ მათ მიერ მიკერძოებული და სამარცხვინო გადაწყვეტილების გამო! ექიმი, რომელსაც შვილი საფრანგეთში ქიმიაზე ჰყავს და უდიდესი ტრავმის ქვეშაა და ასე ექცევა ადმინიატრაცია, რომელსაც წლებია ემსახურება, ხალხის მხრიდან ბოიკოტის ღირსია!“, წერს ინგა ბერიკაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge