Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:02 13.06.2018
გიორგი მარგველაშვილი ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს მის უდიდებულესობა ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს:

 

„თქვენო უდიდებულესობავ,

მინდა გულითადად და გულწრფელად მოგილოცოთ დაბადების დღე. ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა აღვნიშნო, რომთქვენი მმართველობის პერიოდში თქვენი ქვეყანა წარმატებით განვითარდა სირთულეებით აღსავსე და არასტაბილურგარემოში. თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებთ მშვიდობისა და კეთილდღეობისსაქმეში, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის, ასევე ერთა თანამეგობრობისთვის და მთლიანი კაცობრიობისათვის.

ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ძლიერი კულტურულიკავშირები და წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობა აერთიანებთ. ნება მიბოძეთ გამოვიყენო ეს შესაძლებლობადა გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენიევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის. მწამს, რომ საქართველოსა დაგაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ კავშირები და ძლიერ პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება დაგაღრმავდება ჩვენი ქვეყნების ერთობლივი სარგებლისათვის.

თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და დიდი წარმატება თქვენი ქვეყნისწინსვლისთვის და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge