Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:53 13.06.2018
Neymar Jr’s Five - საქართველოში პირველად გაიმართება

13 და 14  ივნისს, 16:00 საათზე, Wissol-ის სარაგბო მოედანზე გაიმართება Neymar Jr’s Five-ს შესარჩევი თამაშები. ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი თბილისში 200-ზე მეტმა გუნდმა გამოთქვა.

 

ჩემპიონატის შესარჩევი თამაშები უკვე გაიმართა თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში. ნეიმარის სახელობის საფეხბურთო ტურნირი, Neymar Jr’s Five წელს პირველად ჩატარდა.

 

საქართველოს საუკეთესო გუნდები ერთმანეთს 16 ივნისს, თბილისში დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული კი ქვეყნის სახელით 21 ივლისს, Instituto Projeto Neymar Jr-ზე, ჩემპიონატის მსოფლიო ფინალში ითამაშებს.

 

შესარჩევი თამაშების გამარჯვებული გუნდები:

თელავი- „შილდა“

გორი- „ცხინვალი“

ქუთაისი- „პლაშატკა“

ბათუმი - „Mad Boys“, „Good Boys

ზუგდიდი-„საკონსერვო“, „ზუგდიდი“

 

Neymar Jr’s Five 5-5-ზე ფეხბურთია, მარტივი და განსხვავებული წესებით. გუნდებს არ ჰყავთ მეკარე და ყოველ გატანილ გოლზე მოწინააღმდეგე გუნდს ერთი მოთამაშე აკლდება. თამაში შეუძლიათ 16-დან 25 წლამდე მოთამაშეებს, გუნდში მხოლოდ ორი 25 წელს ზევით მოთამაშე დაიშვება. თითოეულ გუნდში  მონაწილეობის მინიმალური რაოდენობაა 5, მაქსიმალური -7.

 

რეგისტრაცია მიმდინარეობდა ვებგვერდზე: www.neymarjrsfive.com/ka/GE

 

 

Neymar Jr’s Five მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს მესამედ ტარდება. საფეხბურთო ტურნირში 6 კონტინენტიდან 62 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოში ჩემპიონატში მონაწილეობა უფასოა.


პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge