Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:11 13.06.2018
,,თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ! მკვდარი მეორეთ აღარ კვდება!" - ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,შ.ს.ს. მინისტრის მოადგილე ქალბატონი მეზვრიშვილი ადანაშაულებს მოსამართლე ქალბატონ ეკა არეშიძეს, რომ მოსამართლემ არასწორი განაჩენი გამოიტანა.


ამავდროულად ამტკიცებს მეზვრიშვილი, რომ ჩემი შვილი ერთმა ბავშვმა მოკლა.


ფაქტია შ.ს.ს_ც მეუბნება.


ჩვენ სისტემა ვართ და შეგვეშვი, თუ არა გაგანადგურებო.


მინდა მადლობა გადავუხადო შ.ს.ს._ს და ყველა ძალოვან სტრუქტურას კიდევ ერთი გაფრთხილებისთვის.


მაგრამ მინდა შეგახსენოთ, 2017 წლის 1 დეკემბერს სადისტურად მოკლეს ჩემი შვილი და მასთან ერთად მეც.


თქვენ მე ვეღარ გამანადგურებთ.

მკვდარი მეორეთ აღარ კვდებააააააა!" - წერს სარალიძე. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge