Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:27 13.06.2018
13 ივნისის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა (ფოტოები)

 

13 ივნისის წყალდიდობიდან 3 წელი გავიდა. სტიქიური უბედურება 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში ჩატარდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე და დავით ნარმანია. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას.

 

სტიქიურ უბედურებას 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  დაკარგულია 6 ადამიანი და 200-ზე მეტი უსახლკაროდაა დარჩენილი. დაღუპულებს შორის იყვნენ ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები.

 

სტიქიამ თბილისის ზოოპარკი თითქმის მთლიანად გაანადგურა, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს.  

 

სტიქიის შედეგად მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა დაახლოებით 50 მილიონი ლარი შეადგინა.

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge