Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:06 13.06.2018
ხვალ, სასტუმრო „სტამბაში“, კომპანია “სთეითმენთი”-ს გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება

2018 წლის 14 ივნისს (20.00-სთ) თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ (კოსტავას ქ.14), გაიმართება კომპანია “სთეითმენთი”-ს გახსნის ოფიციალური ცერემონია.

 

მოდის სერვისების სრული სპექტრის სააგენტო საქართველოში უნიკალურია მისი შინაარსითა და მოცულობით. სააგენტო პარტნიორობას გაუწევს მოდის ინდუსტრიაში არსებულ კომპანიებს და დაეხმარება მათ განვითარებაში. ,,სთეითმენთი”-ს შეთავაზებები მოდის ინდუსტრიაში არსებული სერვისების სრულ სპექტრს მოიცავს, კერძოდ - მედია ურთიერთობებს, შემოქმედებით და საკონსულტაციო მომსახურებას, ციფრულ და გასართობ ტექნოლოგიებს.

 

სააგენტოსთან თანამშრომლობა გაუადვილებს მის კლიენტებს სწორად დაგეგმონ პროდუქტი და ბიზნეს სტრატეგია. თბილისში დაფუძნებული კომპანია „სთეითმენთი“ აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაჭშოთა ქვეყნებში პირველი პლატფორმაა, რომლის საქმიანობაც ერთობლიობაში მოიცავს მოდის,სტილის, სარეკლამო ინდუსტრიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროებს. კომპანიის მიზანია საერთაშორისო დონის მომსახურების სრული ციკლის მიწოდება, რომელიც მოიცავს ვიზუალურ კონტენტს, პიარს, მარკეტინგსა და კონსალტინგს. „სთეითმენთი“ ამ სფეროებში არსებული საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს. სააგენტოს მიზანია საქართველოში მსოფლიო სტანდარტების სერვისების დანერგვა და რეგიონში მოდის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა. „სთეითმენთი“ დაფუძნდა მოდის ინდუსტრიაში სპეციალიზირებული კომპანიების - BBM GROUP-ისა და LBK Production-ის პარტნიორობით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge