Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

21:22 12.06.2018
მოსაშვილის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ამოიღეს

მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ადგილზე კრიმინალისტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება თბილისში, ი. მოსაშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულ ქუჩაზე ოპერატიულად გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პოლიციამ შემთხვევის ადგილის მიმდებარე პერიმეტრი დაიცვა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ცხრა მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიერ მიმდინარეობს ფაქტის თვითმხილველთა გამოკითხვა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge