Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:44 12.06.2018
უკრაინელმა ხელოვანმა რუსეთის "სისხლიანი მსოფლიო ჩემპიონატი" აჩვენა (ფოტოები)

14 ივ­ნისს, რი­გით 21-ე მსოფ­ლიო სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტი აი­ღებს სტარტს, რო­მელ­საც წელს მოს­კო­ვი მას­პინ­ძლობს. ჩემ­პი­ო­ნა­ტი რუ­სე­თი-სა­უ­დის არა­ბე­თის მატ­ჩით და­ი­წყე­ბა და 15 ივ­ლისს, ასე­ვე მოს­კო­ვის „ლუ­ჟ­ნი­კებ­ზე“ გა­სა­მარ­თი ფი­ნა­ლით დას­რულ­დე­ბა. მუნ­დი­ა­ლის შეხ­ვედ­რე­ბი რუ­სე­თის 11 ქა­ლა­ქის 12 სტა­დი­ონ­ზე ჩა­ტარ­დე­ბა.

 

ჩემ­პი­ო­ნა­ტის რუ­სეთ­ში ჩა­ტა­რე­ბას უამ­რა­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰყავ­და ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გამო. უკ­რა­ი­ნელ­მა არ­ტის­ტმა ან­დრეი ერ­მო­ლენ­კომ FIFA-ს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი პოს­ტე­რე­ბი შექ­მნა, რომ­ლებ­ზეც კარ­გად ჩანს, რა­ტომ უცხა­დე­ბენ ბო­ი­კოტს პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუნ­დი­ალს - ოკუ­პა­ცია, ტე­რაქ­ტე­ბის ასო­ბით მსხვერ­პლი, სი­რია...

 

"მე მიყ­ვარს ფეხ­ბურ­თი, მაგ­რამ წელს მსოფ­ლიო თასს არ ვნა­ხავ და სხვა­საც ვერ ვურ­ჩევ ამას, რად­გან შე­უძ­ლე­ბე­ლია მშვი­დად უყუ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც სის­ხლშია გას­ვრი­ლი. ბოლო წლებ­ში რუ­სეთ­მა კარ­გად და­ა­ნა­ხა ყვე­ლას თა­ვი­სი სახე, რო­გორც ტე­რო­რის­ტი­სა, რო­მელ­მაც ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო დოქ­ტრი­ნა და­არ­ღვია, და­წყე­ბუ­ლი ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით, დას­რუ­ლე­ბუ­ლი სხვა ქვეყ­ნე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვით. ეს სა­ში­შია და ამის თქმა მინ­და ამ პოს­ტე­რე­ბით" - ამ­ბობს ერ­მო­ლენ­კო.

 

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge