Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:17 12.06.2018
26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, “ოქროს ტალღა 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, წლის გრანდიოზული მუსიკალური პროექტის - “ოქროს ტალღა 2018“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ მელომანებს ღონისძიებაზე საღამოს 20 საათზე ელოდება, სადაც, შოუ ბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე გაივლიან. ხოლო, მუსიკალური საღამო 21 საათზე დაიწყება, სადაც, ცნობილი გახდება კომპეტენტური ჟიური და ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა. წლის მთავარ დაჯილდოების ცერემონიალს წელს მუსიკალურად ნიკოლოზ რაჭველი გააფორმებს. სპეციალურად „ოქროს ტალღისთვის“ კი, საქართველოში ორგზის „გრემის“მფლობელი - ლიზა ფიშერი ჩამოდის.


"წლევანდელი ცერემონიალი, რომელსაც საქართველოს  ეროვნული სიმფონიური ორკესტრი  გააფორმებს მუსიკალურად, ჩემთვის არის ოცნების ახდენის  საღამო, ვინაიდან ჩვენთან ერთად სცენაზე ძალიან ძვირფასი მომღერლები იდგებიან.  საკონცერტო ნაწილის მთავარი სტუმარი იქნება ჩემი მეგობარი და  მსოფლიოში აღიარებული მომღერალი  ლიზა ფიშერი.  ჩვენ დიდი ხანია ვცვლით სურვილებს, რომ ერთად ვითანამშრომლოთ,  თუმცა, ეს წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, მისი ძალიან რთული გრაფიკის გამო. ასეთი ვარსკვლავის ჩამოსვლა ფორტუნას დაჯილდოვებბაზე, თავისთავად  ღონისძიების მნიშვნელობას აორმაგებს, სძენს განსაკუთრებულობას.

 

 

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ასეთი რადიო ჰოლდინგი გვაქვს, რადგან წლების განმავლობაში,  ის  ქართული მუსიკის პოპულიზაციას ახდენს."-განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან"  საუბარში მუსიკოსმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა.

 

 

„ოქროს ტალღა“ წელს იუბილარია. რადიო ჰოლდინგმა „ფორტუნამ“ პროექტი ზუსტად 5 წლის წინ დააფუძნა. კონკურსის ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია სიმღერის პრემიერა, რომელიც, რადო ჰოლდინგის ოთხი რადიოდან ერთ-ერთში („ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიოს“) უნდა იყოს წარმოდგენილი. ნომინაციაში „ხალხის რჩეულის“ გამარჯვებულის გამოვლენისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალურ ვებ გვერდზე www.goldenwave.ge, 24 ივნისს, ღამის 00:00 საათამდე. სიმღერისთვის ხმის მიცემა 24 საათის განმავლობაში ერთი ID-დან ხდება ერთხელ.

 

 

"შარშან ჩემმა სიმღერამ გაიმარჯვა. ეს ერთგვარი სტიმული იყო ჩემთვისაც და ყველასთვისაც, რადგან, მართლაც გრანდიოზული დაჯილდოება გახლდათ. ძალიან კარგია, რომ რადიო ჰოლდინგმა საკუთარ თავზე  აიღო ეს დაჯილდოება. მუსიკოსებისთვიოს საჭირო და დროული იყო, რომ სტიმული ჰქონოდათ, იმისათვის, რომ ბევრი ემუშავათ.  წელს, ვიცი რომ უფრ მეტი ნომინანტია, უფრო მეტი იმუშავეს და დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებული საღამო იქნება." -  აღნიშნა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში მომღერალმა სტეფანე მღებრიშვილმა.

 

 

15 მუსიკალურ ნომინაციაში გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მოსაზრებების გათვალისწინებით დასახელდებიან. მათ გადაეცემათ „ოქროს ტალღის“ სიმბოლო, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებული კი, მიიღებს განსაკუთრებულ პრიზს. პროექტის მიმდინარეობის შესახებ დაწვრილებით რადიო ჰოლდინგის ოთხი რადიოსადგურის ეთერიდან ყოველდღიურად შეიტყობთ.

 

15 ნომინაცია, რომელშიც გამარჯვებულები გამოვლინდებიან:


წლის სიმღერა; წლის საუკეთესო მომღერალი ქალი; წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი; წლის საუკეთესო ჯგუფი/ანსამბლი; ინტერნეტრჩეული (ხალხის რჩეული); წლის დებიუტი; წლის რიმეიქი; წლის დუეტი; წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა; მუსიკის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი; კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და პროდიუსინგი; რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული; ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული; წლის ტელეპროექტი.

 

პროქეტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი. გენერალური სპონსორი „თეგეტა მოტორსი“; გენერალური პარტნიორი “Artists union Conceptart”; ინტერნეტ სპონსორი დეველოპერული კომპანია „M 2 უძრავი ქონება“; სპონსორი ავეჯის ცენტრი “პანორამა და კლასიკა”; ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი“;


“ოქროს ტალღის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“; პროექტის მასპინძელია სასტუმრიების ქსელი „ამბასადორი”; პროექტის პარტნიორები არიან: „ომეგა ემბეერი“; „ნატალი ჯგუფი“; “ახალი ნათება“; „TKT.GE“; ლაუნჯ რესტორანი „დორსი“; „ოქროს ტალღის“ საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: „რუსთავი 2“, „იბერია“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „1 არხი“, „იმედი“, „ტვ1“, „მუსიკ ბოქსი“; “პალიტრა ტვ”.

 

ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge