Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:45 11.06.2018
აქციის მონაწილეთა სიმცირიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეთა სიმცირიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული ეკიპაჟი, რომელიც საავტომობილო მონაკვეთზე მოძრაობის ნაკადს არეგულირებს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე რჩებიან სამართალდდამცავები. 



რაც შეეხება ზოგად ვითარებას, ადგილზე ბოლო სამი საათის განმავლობაში არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. პარლამენტის შენობის წინ იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ტერიტორიაზე ზაზა სარალიძეს ელოდებიან. თავად სარალიძე კი, ადვოკატთან და სახალხო დამცველთან ერთად, საპარლამენტო უმცირესობიდან საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge