Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

00:33 08.06.2018
რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ ირლანდია დაამარცხა

მეორე ტაიმის დასაწყისში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი ლელო შემოგვთავაზეს. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ ძაგნიძემ ხაზი გაჭრა და ბურთი შეაცურა, რომელსაც აბჟანდაძე დაეწია და  ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა – 24:8. გაშვებული ლელოს შემდეგ ირლანდიელები დომინირებდნენ, თუმცა ლელოს დადება შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მოახერხეს – 15:24. დაპირისპირების ბოლო წუთზე ირლანდიელებმა მოლით კიდევ ერთი ლელო დადეს და 7 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ბონუს ქულა აიღეს. საბოლოო ანგარში – საქართველო 24:20 ირლანდია. ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფურ ეტაპზე 5 ქულა მოიპოვეს და პლეიოფში მე-9 მე-12 ადგილისთვის იასპარეზებენ.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge