Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:25 07.06.2018
''პატარა უფლისწული“ - პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

9, 10 , 16, 23  ივნისს მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მაყურებელს საიუბილეო სეზონის ბოლო პრემიერას სთავაზობს. რეჟისორმა ირაკლი კავსაძემ ანტუან დე სენტ ეგზიუპერის ყველასათვის საყვარელი ნაწარმოები „ პატარა უფლისწული“ დადგა. დასაწყისი: 19:00 საათზე.

 

წარმოდგენის პირველი მოქმედება მთლიანად რეჟისორის მიერ დაწერილ, ორიგინალურ ტექსტზეა აწყობილი და მაყურებელს ეგზიუპერის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე მოუთხრობს, მეორე მოქმედება კი მთლიანად პატარა უფლისწულის ამბავს ეთმობა.


რეჟისორმა სპექტაკლი „ანტუანი და პატარა უფლისწული“ დედის, მსახიობ ბელა მირიანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდა. შემთხვევით არ არის, რომ სპექტაკლში , მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად დიდი არტისტი კახი კავსაძე მონაწილეობს- იგი მთხრობელის როლს ასრულებს, რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდში გვევლინება , მისი სახე წარმოდგენას ერთგვარ ლაიტმოტივად გასდევს.


სპექტაკლის დამდგმელი მხატვარია გიორგი ალექსი-მესხიშვილი, მხატვრის თანაშემწე ნუცა ნინო ჭყონია, ინსცენირების ავტორი ანანო მირიანაშვილი, კომპოზიტორი კონსტანტინე ლორთქიფანიძე, სპექტაკლში გამოყენებულია ირაკლი კავსაძის მუსიკალური კომპოზიციები, ქორეოგრაფი მურო გაგოშიძე, ქორეოგრაფის თანაშემწე ნიკა ნანიტაშვილი, ვიდეო პროექცია დავით მაჭავარიანს ეკუთვნის, მღერის ნატო ლეკვეიშვილი, რეჟისორი თანაშემწე ინგა კაჭახიძე.


მონაწილეობენ:

კახი კავსაძე

ნინო ანდრიაძე, ნინო ლეჟავა, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ჭანუყვაძე, მაია ხორნაული, მარიამ ხუხუნაიშვილი, თეკლა ჯავახაძე, ნიკოლოზ ბოგვერაძე, ირაკლი დუმბაძე, საბა ილურიძე, ნიკოლოზ მიქელთაძე, ნიკა ნანიტაშვილი, ვახტანგ ნოზაძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე, გივიკო ხახიძე, ნიკოლოზ ხვთისიაშვილი, გიორგი ჯიქურიძე.

 

სპექტაკლი განხორციელდა ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge