Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:26 07.06.2018
კომედიის ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლს დღეს, ზუგდიდის თეატრი წარმოადგენს

 

დღეს, 7 ივნისს, 20.00 სთზე, კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი, შ.დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლს „ეზოში ავი ძაღლია“ უმასპინძლებს. 

 

სპექტაკლი რეჟისორმა ოთარ ეგაძემ კიტა ბუაჩიძის ცნობილი პიესის მიხედვით დადგა. მხატვარი:ლევან სოლოღაშვილია კოსტიუმების მხატვარი:ლევან სოლოღაშვილი, მუს.გაფორმება ელენე ნიჟარაძეს ეკუთვნის. ქორეოგრაფი:გიორგი ქობალიაა

 

სპექტაკლში მონაწილეობენ: ზურაბ ლაშხია, ნანა ბუკია, მარინა დარასელია, მერაბ კაკალია, სალომე ბუღაძე, კუკური ხუბუტია, ლანა ფიფია, კობა მატკავა, მზევინარ ჩარგაზია

სპექტაკლის ხანგრძლივობა:1.30 სთ.


შეგახსნებეთ, რომ გორში კომედიის საერთაშორისო ფესტივალი, 5 ივნისს გაიხსნა და ის 14 ივნისს დაიხურება, ფესტივალში მონაწილეობას, მარჯანიშვილის, ყაზახეთის, ზუგდიდის, ფოთის, კინომსახიობთა თეატრის, მოზარდმაყურებელთა თეატრის, რუსთავის, გორის, თავისუფალი თეატრისა და სამეფო უბნის თეატრის დასები მიიღებენ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge