Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:21 06.06.2018
"ტაძარში დგანან და ლოცულობენ, გონებით კი ოჯახზე, სიმდიდრესა და ქონებაზე, ზანდუკებსა და ფულზე ფიქრობენ"

წმ. დიმიტრი როსტოველი — „აქ არ არის ღმერთი; იყო და წავიდა!"


,,ადამიანები ეკლესიაში იკრიბებიან, თითქოსდა ლოცვაზე და, იმავდროულად, ამაოდმეტყველებენ საყიდლებზე, ომზე, ნადიმებზე, სხვებს განიკითხავენ, მოყვასს ლანძღავენ, მათ კეთილ სახელს აგინებენ. სხვები ტაძარში დგანან და თითქოს ბაგეებით ლოცულობენ, გონებით კი ოჯახზე, სიმდიდრესა და ქონებაზე, ზანდუკებსა და ფულზე ფიქრობენ. სხვანი ეკლესიაში დგომისას თვლემენ, ზოგი მკვლელობაზე, ქურდობასა და მრუშობაზე ფიქრობს ან მოყვასზე შურისძიებას ჩაიფიქრებს.


ძნელია ძვირფასი მარგალიტის მოძიება ზღვის სიღრმეში, ოქროსა და ვერცხლისა — მიწის წიაღში; კიდევ უფრო რთულია ადამიანებში დავანებული ქრისტეს მოძიება. ბევრი ჩვენგანი მხოლოდ სახელითაა ქრისტიანი, სინამდვილეში კი ცხოველივით, ღორივით ცხოვრობს. ქრისტეს ჯვრით ვიცავთ თავს, ქრისტეს კი ამაზრზენი საქმეებით ჯვარს ვაცვამთ."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge