Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:34 05.06.2018
"ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ"- პუტინი წელსზემოთ შიშველ ფოტოებზე

ავსტრიაში ვიზიტის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ავსრიულ ტელერადიოკომპანია ORF-ს ინტერვიუ მისცა. სხვა კითხვებთან ერთად, ჟურნალისტმა მას მედიასა და სოცქსელებში გავრცელებულ ფოტოსურათებზეც ჰკითხა, სადაც პუტინი წელსზემოთ შიშველია გამოსახული.


"- არსებობს ძალიან ბევრი ფოტოგრაფია, სადაც თქვენ ნახევრად შიშველი ხართ გამოსახული, რაც სახელმწიფოს მეთაურისთვის საკმაოდ უჩვეულოა. თნაცა ამ ფოტოებს არა პაპარაცები ან ტურისტები აქვეყნებენ, არამედ კრემლი?"

 

"კიდევ კარგი თქვით "ნახევრადშიშველი" და მადლობა ღმერთს არა "შიშველი". თუ მე ვისვენებ, არ ვთვლი აუცილებლად, რომ ბუჩქებში დავიმალო და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ," - უპასუხა პუტინმა.

ავტორ(ებ)ი : newposts.ge