Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:43 05.06.2018
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს. ეკლესიის წინამძღვარის და კიდევ ერთი პირის დაკავებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. როგორც სუს-ში აცხადენებ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.


სასულიერო პირი და სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ე.წ. მესაზღვრეებმა დღეს, სხვადასხვა ადგილზე დააკავეს. თავდაპირველად სოფელ ხურვალეთის მკვიდრის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი დირბის ეკლესიის წანამძღვრის მამა იოანეს დაკავების შესახებ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge