Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

02:42 05.06.2018
მაია ბათიაშვილის ლექსები - "ციხის წერილებიდან"

ფეისბუკგვერდი მაია ბათიაშვილის ლექსები აქვეყნებს პოეტის ძველ ლექსს სერიიდან "ციხის წერილებიდან". ავტორს ბოლოში მინაწერი გაუკეთებია: 2007 წ. 23 თებერვალი, დილის 5 საათი, 45 წთ, მე-7 საპყრობილეს ეზო. წვიმს.., რაც კიდევ უფრო ემოციურს ხდის უსათაურო ლექსს: 

 

"წყვდიადში წუთებს დაუკარგავს დროის ამთვლელი,
დაგროვილ სევდას შეუღებავს ქალაქის ზეცა,
ქუჩებში როკვა აუტეხავთ დამშეულ ტურებს,
სარკმლის წინ მთვარე უღიმღამოდ გაცვილისფერდა.

ტყვედ ქცეულ გრძნობებს უკან უხმობს ურჩი ფიქრები,
ღამის საფარში უმოწყალოდ დილა ფითრდება,

სადღაც გარიყულ ოცნებებად თეთრად ჩამოთოვს
და თავზე ჩუმად, ნაღვლიანად დაგვათენდება". 

მ. ბ.

"ციხის წერილებიდან" 2007 წ. 23 თებერვალი, დილის 5 საათი 45 წთ მე-7 საპყრობილეს ეზო. წვიმს...

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge