Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:15 05.06.2018
რა ღირს ცხოვრება სტამბოლში

ხედი ბოსფორზე, ბევრი გემებითა და თოლიების ყიჟნით...  ძველი ქუჩები, ქვაფენილები, ტრამვაის ხმაური ვიწრო გზებზე. აქ ძველი და ახალი ისე ერწყმის ერთმანეთს, სულ არ გიქმნის დისკომფორტს. შეგიძლია ფეხით იხეტიალო და არ დაიღალო ასეთი სილამაზის ხილვით, ათვალიერო და ყველა კუთხეში უფრო მეტი სიახლე აღმოაჩინო.

 

საოცარი ქუჩები აქვს სტამბოლს. მეჩეთები - ცისკენ მიმართული ფორმებით, მინარეთებით, ხალიჩებით, უზარმაზარი მოზაიკებით, მოლას ყვირილითა თუ ლოცვით. სიცოცხლე ჩქეფს… ადამიანებს სულ სადღაც ეჩქარებათ, ჭიანჭველებივით არიან, ქუჩაში მოძრაობა არ წყდება. საოცარი მიქსია სტამბული, ასე გგონია, მთელი მსოფლიო ერთ ქალაქში ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, აგუგუნებული ტაქსიმი, გალათას ხიდი, აყაყანებული ბაზრები... სამშობლოში დაბრუნებულმა, შეიძლება იფიქროთ, რომ სიზმარში იყავით და უცებ რეალობაში გაიღვიძეთ.

 

 

თუმცა, ასეთ გიგანტურ ქალაქში ცხოვრება არც თუ ისეთი იაფია. ლირა ყოველ ჯერზე იცვლება დოლართან მიმართებაში, განსაკუთრებით კი ბოლო დროს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება.

 

ამჟამად  1 დოლარი 4.62 ლირაა, 1 ევრო - 5.41 ლირა

1 ლირა - 13.41 რუბლი

1 ლირა -  0.53 ლარია.

 

 

 

 

მგზავრობა:

მეტრო და ავტობუსი 2.6 ლირა;

ტაქსი -კილომეტრზე დაახლოებით 3 ლირა;

საწვავი- ხარისხის მიხედვით -  4.5-5.0 ლირა;

ავტოგაზი 2.5 ლირა;

 

 

საცხოვრებელი:

ბინის ქირა გარეუბნებში მინიმუმ 1000 ლირა და ცენტრალურ უბნებში 1800-2000;

ელექტროენერგიის ფასი თვეში დაახლოებით ერთ ოჯახზე  მინიმუმ 100 ლირა;

წყალი დაახლოებით 50-70 ლირამდე;

გაზიც ელექტროენერგიის მსგავსად.

 

 

საკვები:

პურის მრავალი სახეობაა აქვთ, ფასი კი 1.50 ლირიდან იწყება;

ნალექიანი ყავა ყუთით მაღაზიაში 5 ლირა, უნალექო -  9-10 ლირა;

ერთჯერადი ჩაი 7-10ლირა;

ხილი ძალიან ძვირია, მაგალითად,  საზამთრო 1 კილოგრამი 5 ლირა;

ალუჩა 8 ლირა;

ტკბილეული საკმაოდ იაფია.

 

 

სტამბოლის ქუჩები გთავაზობთ: 

 

შემწვარი წაბლი (100 გრ) - 7-10 ლირა;

მოხარშული სიმინდი (1 ც.) - 2,5 -3 ლირა;

ბროწეულისა და სხვა ხილის წვენი (1 ჭ.) 3-5-7 ლირა ;

 

 

სასმელი:


აქ არის სუპერმარკეტების ქსელები, სადაც საკმაოდ იაფად შეიძლება პროდუქტის ყიდვა, მაგრამ ჩვეულებრივ მაგაზიებში ნახევარლიტრიანი წყალი 1 ლირა, 5 ლიტრიანი კი, - 2.5 ლირა ღირს;

ლუდი 8 ლირიდან იწყება;

ყავა  5 ლირიდან იწყება და  25-30-მდე ადის;

მაკდონალდსში, -  ამერიკანო, ლატე და კაპუჩინო 4.5 ლირა;

ლუდი - ერთი კათხა - მინიმუმ 20 ლირა.

 

 

თამბაქო:


პარლამენტი 13 ლირა;

ვინსტონი 11 ლირა;

და ა.შ.

ყველაზე იაფიანი როტმანსი 9 ლირა.

 

 

 

თუკი გასეირნება და ქალაქის მუზეუმების ნახვა გენდომებათ,  ბილეთების ფასები შემდეგია:

 

აია სოფია - 40 ლირა;

ბაზილიკა ცისტერნა - 20 ლირა;

დოლმაბაჰჩე 40 ლირა;

გალათას კოშკი 15 ლირა;

კრუიზი ბოსფორზე 15 ლირა;

თოფ ქაფის სასახლე: მუზეუმი 40 ლირა. სასახლე 25 ლირა;

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სტამბოლის აკვარიუმი -  70 ლირა. (სტუდენტებისთვის -  45 ლირა;

 

 

 

 

 

 

/ნინო ოთარაშვილი /

/ თორნიკე თავართქილაძე /

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge