Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:53 07.06.2018
დღეს Kavkaz Jazz ფესტივალი იწყება

 

2018 წლის 7-8 ივნისს, თბილისში უკვე მეცხრედ აღინიშნება Kavkaz Jazz ფესტივალირომლის მთავარი მიზანია სამხრეთ კავკასიაში ხელი შეუწყოს ჯაზის განვითარებას, შემსრულებლების კულტურულ  დიალოგსა და მათ მეგობრულ დაახლოებას, რაც ასევე მათ შემდგომ თანამშრომლობას გულისხმობს


წელს კავკასიური ჯაზის მოყვარულთა თავშეყრის ადგილად იქცევა Jazz Café Singer, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება აბანოთუბანში, ერთ სცენაზე მსმენელების წინაშე წარსდგებიან შემსრულებლები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.


სალმან გამბაროვი (აზერბაიჯანი) - პიანისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფესტივალებში, როგორებიცაა Montreux Jazz Festival, GIFT, Oriental Jazz Fest, Zelt-Musik-Festival, Beethoven Festival.


მონაწილეები თურქეთიდან, ISTBILISI პროექტი, რომელიც  შექმნილია სპეციალურად Kavkaz Jazz ფესტივალისთვის. ბილალ ყარამანი გიტარაზე, მუსტაფა ოლგანზი ელექტრო ქანუნთან და შენთურქ ოზთაში- ელექტრო ბასზე,  მათი შესრულებული მუსიკა იქნება შერწყმა ტრადიციული და თანამედროვე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მუსიკის!


ჯორჯ მელ (გიორგი მელიქიშვილი, საქართველო-აშშ) - დასარტყამი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, არანჟირება. როგორც გამოცემა New York City Jazz Record-მა უწოდანიუ იორკის ჯაზის და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი“. წარჩინებით დაამთავრა პრესტიჟული Berklee College Of Music (აშშ).არის გამოჩენილი არტისტების მრავალი პროექტის მონაწილე და საავტორო პროექტების ლიდერი/კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი.


არმენ უსნუნცი (სომხეთი) - საქსოფონისტი, კომპოზიტორი, დირიჟორი, სომხეთის დამსახურებული არტისტი. ჯგუფი Time Report დამფუძნებელი. წლების მანძილზეა არტო ტუნჯბოიაჯანის ლეგენდარული Armenian Navy Band სოლისტი. 2004-2006 წწ. იყო ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის მოწვეული პროფესორი.


Kavkaz Jazz ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება, ამ დროის განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა მუსიკოსმა თერთმეტი ქვეყნიდან.


პროექტის ორგანიზატორია ააიპ Art Bridge, წარმდგენია საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხოლო მხარდამჭერი - .თბილისის მერია.


პარტნიოერები: საქართელოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და იუნუს ემრეს ინსტიტუტი,მედია ჰოლდინგი Gbtimes Georgia, რადიო IMEDI და OK Magazine.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge