Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

11:16 31.05.2018
,,ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს" - თურქეთის საგარეო უწყება

ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰამი აქსოისმა სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დასმულ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. 



როგორც „ინტერპრესნიუსს“ თურქეთის სალეჩოდან აცნობეს, თურქეთის რესპუბლიკა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლად აღიარებას“ საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევად მიიჩნევს. 



„საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას. 



ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“. - ნათქვამია თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 



შეგახსენებთ, დე ფაქტო აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" სირიამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რამდენიმე დღის წინ აღიარა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge