Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:30 30.05.2018
საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით სპორტული ღონისძიება - „დაიბრუნე შენი ქუჩები“ გაიმართა

27 მაისს, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე, საქართველოში პირველად, ევროკავშირის საქალაქო პროგრამის ფარგლებში, სპორტული ღონისძიება #TakeBackYourStreets – „დაიბრუნე შენი ქუჩები“ გაიმართა.

 

კამპანია მიზნად ისახავს  ღია სივრცეების ათვისებას, რათა მოსახლეობა ჩართოს სპორტულ აქტივობებში.

 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური გარბენი, იოგა–კონვენცია, კროსფიტი, სახალისო თამაშები, საზეიმო კონცერტი. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.


„ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა.  პროგრამა - #TakeBackYourStreets - „დაიბრუნე შენი ქუჩები“, ამ სახელწოდებით საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ევროკავშირის საქალაქო პროგრამის ფარგლებში საქართველოში პირველად გაიმართა. კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობების წახალისებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროგრამა, რომელიც  ევროპის ბევრ ქვეყანაში მუშაობს, 2018 წლიდან თბილისშიც აქტიურად დაინერგება,“- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, -პაატა ცივაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge