Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:11 29.05.2018
რას მიირთმევენ სუმოისტები

სუმოისტების დიეტა სხეულის მასის გასაზრდელად

 

ირონიულია, რომ იაპონიის ეროვნული სპორტის სახეობის წესები გულისხმობს ორი ჭარბწონიანი მამაკაცის ბრძოლას, მაშინ, როცა იაპონელები ერთ-ერთ ყველაზე გამხდარ მოსახლეობად მიიჩნევა.

 

აღსანიშნავია, რომ სუმოისტების წონის დიდი ნაწილი კუნთოვან მასას შეადგენს. სუმოისტების იდეალური წონა კი დაახლოებით 181 კილოგრამიდან 272 კილოგრამამდე უნდა იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სუმოისტები არამხოლოდ ძლიერები და მოქნილები უნდა იყვნენ, არამედ სწორი დიეტაც უნდა დაიცვან, შესაბამისად, კვება მათი ვარჯიშის არსებით ნაწილია.

 

ტიპური სუმოისტი დღის განმავლობაში 20 000 კალორიას იღებს, მაშინ, როცა აქტიური კაცისთვის ნორმა დღეში 2 500 კალორიაა, შესაბამისად, სუმოისტები ნორმაზე 10-ჯერ მეტ კალორიას იღებენ. 

 

საინტერესოა, როგორი გრაფიკით მიირთმევენ სუმოისტები?

 

სუმოისტის დღე დილის 4 ან 5 საათზე ვარჯიშით იწყება. აღსანიშნავია, რომ ისინი საუზმეს არ მიირთმევენ, რაც მათ მეტაბოლიზმს აფერხებს, შესაბამისად, ისინი დილის 11 საათამდე არ ჭამენ არაფერს. ლანჩის დრომდე შიმშილი კი მათ 10 000 კალორიის მიღებაში ეხმარებათ.

 

სუმოისტების მთავარი კერძი არის "ჩანკნაბე", რომელიც შეიცავს ჩაშუშულ თევზს, ბოსტნეულს, ხორცსა და ტოფუს. გაძლიერებული კვების შესავსებად, სუმოთი დაკავებული სპორტსმენები დაახლოებით 5-10 ჯამ ბრინჯს მიირთმევენ და დიდი რაოდენობით ლუდს სვამენ. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენები მირთმეულის შემდეგ კმაყოფილებას არ გრძნობენ, ლანჩს სუპსაც აყოლებენ ხოლმე.

 

ლანჩის შემდეგ სუმოთო დაკავებულმა სპორტსმენებმა 4 საათის განმავლობაში უნდა დაიძინონ, რათა მათი მეტაბოზლიმი შენელდეს. დღის ბოლოს კი ისევ კალორიებით მდიდარი ვახშამი ელოდებათ. სანამ სძინავთ, დღის განმავლობაში მიღებული პროტეინები და კალორიები თავისას აკეთებს და დილით ადრე გაღვიძებული სპორტსმენები საბრძოლველად მზად არიან.

 

აღსანიშნავია, რომ მათი რაციონის უმნიშვნელოვანესი კერძის "ჩანკნაბეს" დაგემოვნება იაპონიის რესტორნებშიც შეგიძლიათ. მას სხვადასხვა არომატი აქვს, არის სოიოს სოუსითა და სხვა დანამატებით.

 

 

ავტორ(ებ)ი : allnews.ge