Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:58 29.05.2018
ინტერვიუს დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ ჟურნალისტები გარდაიცვალნენ - აშშ-ში სტიქია მძვინვარებს

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ქარიშხალ ალბერტოს გაშუქების დროს ტელეწამყვანი და ფოტოჟურნალისტი გარდაიცვალნენ.

 

„თაიმსის“ ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ჟურნალისტებს დაეცა.

 

 

ტელეკომპანია WYFF-TV-ის წამყვანი მაიკ მაკკორმიკი და ფოტოჟურნალისტი აარონ შმელცერი გრინვილში 10 წელზე მეტი ხნის მანძილზე მუშაობდნენ.

 

მაკკორმიკი და შმელცერი სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოფრი ტენანტის ინტერვიუდან ბრუნდებოდნენ. ტენანტის თქმით, ინტერვიუს დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ სამაშველო სამსახურში მათი გარდაცვალების შესახებ შევიდა ცნობა.

 

 

სტიქიამ 19 მაისს ერთი ქალიც იმსხვერპლა.

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge