Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:34 28.05.2018
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 28 მაისი - 3 ივნისი

ის კვირა რომელიც სავსემთვარეობას ემთხვევა, ყოველთვის არის დინამიკური 


და ბევრი ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ახლის დასაწყისისთვის ბიძგის მომცემი. სავსემთვარეობა ამ კვირაში არც მეტი არც ნაკლები მშვილდოსნის ზოდიაქოს ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი პერიოდია მოგზაურობის დასაგეგმად, სწავლის ან თვითგანვითარებისთვის. ასევე, დიდი და გრანდიოზული პროექტების წამოსაწყებად. მოკლედ, დაისახეთ გეგმები, იოცნებეთ რაღაც დიდზე, მნიშვნელოვანსა და აქტუალურზე და გჯეროდეთ, სამყარო სავსემთვარეობის ენერგეტიკასთან ერთად აუცილებლად აასრულებს თქვენს ყველაზე სათუთ სურვილებს.
29 მაისს სავსემთვარეობის პარალელურად პლანეტა მერკურიც შეიცვლის პოზიციას და მზესთან ერთად, ანცი და მოუსვენარი ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში დაიდებს ბინას. ამიტომაც არის ეს კვირა საუკეთესო დრო ახალი პროექტების დასაწყებად, მნიშვნელოვანი კომუნიკაციების დასამყარებლად და ზოგადად სიახლეების შემოსატანად თქვენს ცხოვრებაში.
ტყუპი ყველაზე ცნობისმოყვარე და ინფორმაციული ნიშანია, ამიტომ თქვენც აუცილებლად მოისურვებთ ბევრის გაგებას და ბევრის შემეცნებას უახლოესი ერთი თვის მანძილზე.
თითქმის მთელი კვირის მანძილზე ცაზე შენარჩუნებული იქნება ვენერასა და იუპიტერის დადებითი ასპექტი, რაც როგორც სასიყვარულო-პარტნიორული, ისე ფინანსური საკითხების მოგვარებაში შეგვიწყობს ხელს.
მაგრამ ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე აქტიურია მარსისა და ურანის კვადრატურა. რის ხარჯზეც ადამიანები გაუაზრებელი, იმპულსური საქციელისკენ ხდებიან მიდრეკილნი. იმატებს კონფლიქტურობა და ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა. შესაბამისად, ყველას მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ გზებზე.

2 ივნისს პლანეტა ვენერას პლუტონი ჩაუდგება ოპოზიციაში, რის გამოც შესაძლოა სირთულეები წარმოიქმნას სასიყვარულო ურთიერთობებში გადამეტებული მესაკუთრეობისა და ეჭვიანობის გამო. ასევე არის ალბათობა შეფერხდეს ფინანსური ოპერაციები და ერთსა და მეორე შემთხვევაში მოგიწიოთ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა, რათა საბოლოოდ მიიღოთ სასურველი შედეგი.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ge