Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:13 24.05.2018
ბერა ივანიშვილი ქორწინდება – ვინ არის რეპერის საცოლე

ბერა ივანიშვილის პირადი ცხოვრება ყოველთვის საინტერესო იყო მედიისთვის. სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოდელის ფოტოები ვრცელდებოდა ქართველი რეპერის გვერდით. მათ შორის იყვნენ უცხოელი მოდელებიც. ახლაც რეპერმა არჩევანი კვლავ მოდელზე გააკეთა, ოღონდ ამჯერად საქმე სერიოზულად არის და გოგონაც ქართველია.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ბერა ივანიშვილი შეყვარებულია და ივლისში ქორწინდება. მისი რჩეული გოგონა ულამაზესი ქართველი მოდელი ანანო გუდავაძეა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, წყვილი უკვე დანიშნულია.

 

ანანო გუდავაძე 14 წლის ასაკში დიზაინერ ბიჭოლას სახე იყო. ამჟამად ანანო მოდის ბლოგერი გახლავთ.

 

წყვილი ურთიერთობას ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროვებს, არც ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, თუმცა სოციალურ ქსელში ბერას ანანოს ყველა ფოტო მოწონებული აქვს და ერთ-ერთ ფოტოში ანანოს ნიშნობის ბეჭედიც ბრწყინავს.

ავტორ(ებ)ი : primetime