Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:54 23.05.2018
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მენიუს საიდუმლო - როგორ იკვებება დედოფალი ელისაბედი?

ხუთი საათი რომ ხდება, ყოველთვის მახსენდება, რომ ახლა ყველა ინგლისელი, ყველა ოჯახში, ჩაის მიირთმევს. მეც მიყვარს ჩაი. 



იმდენად, რომ კურდღელსაც გავყვებოდი თავის სოროში, რომ მერე საოცრებათა ქვეყანაში შეშლილ მექუდეს ვწვეოდი ჩაიზე. იქ ყოველთვის ხუთი საათია, ყოველთვის ჩაის დალევის დროა. ეს მუდამ ჩემი ბავშვობის ფანტაზია იყო. ცოტა რომ წამოვიზარდე, გემოვნება შემეცვალა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ახლა თავი უფრო დედოფლის მიღებაზე წარმომიდგენია: თავზე ყვავილებიანი ქუდი, ჩაის ფინჯანი, მინიატურული ბისკვიტები. სასახლეში რომ მიმიწვიონ, ვფიქრობ, საძინებლების რაოდენობაზე მეტად, მათი ჭურჭელი და სამზარეულო დამაინტერესებდა. 


ვის არ უნდა, რომ დედოფლის სამზარეულოში  რომ დედოფლის სამზარეულოში შეიჭყიტოს. ალბათ, იქაა ნამდვილი გიჟური წვეულება. 


დარენ მაკგრეიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყოფილი შეფ-მზარეულია.



დარენ მაკგრეიდი და ჯორჯ ბუში



ის ამბობს, რომ დედოფალი ელისაბედი დისციპლინას მკაცრად იცავს. ის დღეში ოთხჯერ, მცირე ულუფებით იკვებება. სადილზე შეუძლია მიირთვას გრილზე მომზადებული თევზი და სალათა, მაგრამ არავითარი კარტოფილი! სახამებელი დედოფალს არაფერში სჭირდება. ის არასოდეს ჭამს პროდუქტებს, რომლებიც სახამებელს შეიცავს (კარტოფილი, მაკარონი და ბრინჯი). დედოფლის მენიუ კვირაში ორჯერ იცვლება და მასზე პასუხისმგებელი მისი პირადი შეფ-მზარეული მარკ ფლენაგანია



ჩვეულებრივ, ბრიტანეთის დედოფალი შვრიის ფანტელით და იოგურტით საუზმობს. ზოგჯერ თავს უფლებას აძლევს, მარმელადიანი ტოსტიც მიირთვას. საჭმელს ის უშაქრო რძიან ჩაის აყოლებს. იშვიათად, დედოფალი კვერცხით ან შებოლილი ორაგულით საუზმობს. 




როგორც აღმოჩნდა, ელისაბედ II-ს მარტო სადილობა უყვარს. კვერცხი - მის მენიუში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. დედოფალი ცდილობს, არ მიირთვას პური. მას ძალიან უყვარს კიტრისა და შებოლილი ორაგულის სალათები. დესერტის სახით, ელისაბედი პატარა ჯემიან ბუტერბროდებს მიირთმევს, რომელიც მას საკუთარ ბავშვობას ახსენებს. 



ვახშმად დედოფალი, როგორც წესი, ხბოს, ორაგულის ან ირმის ხორცის ფილეს უკვეთავს. ძილის წინ ცოტა ალკოჰოლს წრუპავს. ეს ან შამპანურია, ან ჯინი. იშვიათად, წითელი ფრანგული ღვინო - ყინულით. 
სამეფო ოჯახის მთავარი წესია - არავითარი ნიორი! მას არაფერში, არასდროს ამატებენ. მას სამეფო ოჯახის არც ერთი წევრი არ მიირთმევს. ოჯახი უბრალო ინგრედიენტებს ამჯობინებს, რომელსაც არ აქვს მძაფრი სურნელი. 
კიდევ, სამეფო ოჯახში ძალიან უყვართ ტრადიციული პატარა სენდვიჩები, რომლებსაც სადილის შემდეგ, ჩაისთან ერთად მიირთმევენ. 



აი, რამდენიმე კერძი სამეფო ოჯახის მაგიდიდან:

 

 






როგორც ხედავთ, სამეფო სუფრა დელიკატესებითაა დახუნძლული. ასეთ კერძებს ჩვენ ალბათ მხოლოდ სიზმრად თუ ვიხილავთ... დედოფალი დიდ ყურადღებას აქცევს ჯანსაღ კვებას, რაც ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორგანიზმმა საჭირო ვიტამინები აუცილებლად უნდა მიიღოს. 



გამომდინარე იქიდან, რომ ახლა გაზაფხულია, დრო, როდესაც ორგანიზმს აუცილებლად უნდა მივაშველოთ ვიტამინები, დავინტერესდი და გადავწყვიტე, მომეძიებინა ინფორმაცია ისეთ ვიტამინებზე, რომლებიც სამეფო ოჯახშიც მიღებულია. როგორც გაირკვა, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დედოფალმა ელისაბედ II-მ ვიტამინების მწარმოებელი კომპანია თავისი პრიზით დააჯილდოვა, 100%-ით ნატურალური პროდუქტი აღმოჩნდა. 

 



მართალია, ჩვენ ვერ ვიკვებებით, როგორც დედოფალი, მაგრამ შეგვიძლია მივიღოთ ვიტაბიოტიქსის ვიტამინები. ვიტაბიოტიქსის ვიტამინებით შეიძლება ყველა ასაკის ადამიანმა მიიღოს ის სასარგებლო ნივთიერებები, რომელთაც მაღალი ხარისხის, წესების დაცვით მომზადებული ჯანსაღი პროდუქტები შეიცავს.



ვიტაბიოტიქსის ვიტამინები არის ცალკე ბავშვებისათვის, ცალკე მოზარდებისთვის, ცალკე ქალებისა და მამაკაცებისათვის, 50 წლამდე და 50 წლის შემდეგ.



მაგალითისათვის განვიხილოთ ქალები, რომელთა მენიუში არც მაღალი ხარისხის ორაგულია, არც სასუქების გარეშე მოყვანილი ბოსტნეული. ველვუმენი პლუს ომეგა 3,6,9 სპეციალურად ქალებისათვის შექმნა ვიტაბიოტიქსმა, რომ ორგანიზმს მიაწოდოს ის აუცილებელი საკვები ნივთიერებები, რომლებიც სილამაზის, ჯანმრთელობის და ახალგაზრდობის შენარჩუნებისათვის არის აუცილებელი.

ავტორ(ებ)ი : beaumonde.ge