Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:11 23.05.2018
რომელი ქალღმერთი ხარ ჰოროსკოპის მიხედვით (ფოტოკოლაჟი)

ვერძი - ათენა 

საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია.იგი ითვლებოდა ზოგადად ქალთა შრომის დამცველად. სწორედ ამირომ ვერძის ნიშნით დაბადებულ ქალებში ბევრი ფემინისტია. მასში მებრძოლის სული და გაუტეხელი ნებისყოფა იმალება.

 

კურო - დემეტრა

ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. კრონოსისა და რეას მეორე ქალიშვილია. დემეტრას სიყვარული ბუნების, მცენარეების, ყოველივე ცოცხალის მიმართ კარგადაა გამოვლენილი კურო ქალის ხასიათში. მას აქვს უნარი, შექმნას სიმყუდროვე და სიცოცხლე ყველგან.

 

 


ტყუპები - ირიდა

ცისა და ზღვის ქალღმერთი, განასახიერებს ცისარტყელას ძველბერძნულ მითოლოგიაში. იგი მიიჩნეოდა შუამავლად ღმერთებსა და ადამიანებს შორის. რაც ტყუპის ოპტიმისტურ, კომუნიკაციურ ბუნებას და უნარს ადამიანები ერთმანეთთან დააკავშიროს სავსებით შეესაბამება

 

კირჩხიბი - გეა 

დედამიწის განსახიერება. ჰესიოდეს მიხედვით იგი პირველად თავისთავად გამოეყო ქაოსს და შვა ურანოსი (ცა), მთები, პლანეტები და სხვა ამგვარი. ურანოსისაგან გეამ შვა ტიტანები, ციკლოპები, ჰეკატონხეირები (ასხელა გოლიათები) და სხვა. გეა აგრეთვე ითვლებოდა გიგანტების, ერინიებისა და ფერიების დედად. გეა ითვლებოდა ადამიანთა დამბადებლად და მკვდართა მეფედ. კირჩხიბის ზოდიაქო კი დედობას და ზოგადად ქალურ საწყისებს განასახიერებს.


ლომი - ჰერა 

ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული, ზევსის და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის, ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა. ჰერას ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ლომის ზოდიაქო კი ჰოროსკოპის მეხუთე სახლს მართავს, რაც თავის მხრივ სიყვარულზე და ბავშვებზეა პასუხისმგებელი.


ქალწული - თემიდა 


მართლმსაჯულებისა და სამართლისნობის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. ურანოსისა და გეას ასული, ზევსის ცოლი. თემისი წინასწარმეტყველი იყო და კაცთა მოდგმას ზევსის ნებასურვილს აუწყებდა. ქალწულის ნიშანი კი ზუსტად რომ ობიექტური ხედვით, დეტალებზე ორიენტირებულობის უნარით და ფაქტების გადმოცემის სიზუსტით გამოირჩევა.

 

სასწორი- პერსეფონე 

ზევსისა და დემეტრას ასული, დედა-ბუნებისა და მიწის წიაღის დიდი ქალღმერთი, ჰადესის ცოლი, აჩრდილთა და ურჩხულთა მრისხანე დედოფალი, ჰადესთან ერთად ზის ბნელეთის ტახტზე, ისმენს სულთა საჩივრებს და აღასრულებს ქმრის განაჩენს. ტიპური სასწორის თვისებებიც ხომ იგივეა - იდეალური პარტნიორობა.

 


მორიელი - ჰეკატე 

მოიხსენებიან მაგიის,ჯადოქრობის,სინათლის და სულების ქალღმერთად. მეზღვაურებს ქარკეთილს უგზავნის, მესაქონლეს საქონელს უმრავლებს, მეთევზეს ბადეს უვსებს, პოეტს დაფნით აგვირგვინებს, მშობიარეს ტკივილებს უმსუბუქებს. გრძნეული ბუნებისა და არაპროგნოზირებადი ქცევის მორიელი, რომელსაც აქვს ხასიათში რაღაც ჯადოქრული რეალურად შეესაბამება ჰეკატეს ტიპაჟს.



მშვილდოსანი - არტემიდა

 

ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთი, ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპის ცალი. თავდაპირველად ცხოველთა მფარველად და მეუფედ ითვლებოდა. მას გამოსახავდნენ ფურირმის ან ძუ დათვის სახით, რომლებიც შემდეგ არტემიდას საკულტო ცხოველებად იქცნენ. უძველეს ხანაში არტემიდა მცენარეებისა და ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო, ამასთანავე ფეხმძიმე ქალებისა და ახალშობილ ბავშვთა მფარველი, მშვილდოსნების სიყვარულზე კი ცხოველებისა და ბავშვების მიმართ ლეგენდები დადის.

თხის რქა - ჰესტია

ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. კრონოსის და რეას ქალიშვილი. ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერასა და დემეტრეს და. თხის რქა ქალები კი ზუსტადაც რომ სანიმუშო მეოჯახეები, მორილურად და ეთიკურად მაღალზნეობრივი ინდივიდები არიან.

მერწყული - ნიკე

ბერძნული მითოლოგიით ტრიუმფისა და გამარჯვების ქალღმერთი. შეეძლო უდიდესი სისწრაფით ერბინა ან ეფრინა. ნიკე განასახიერებს პროგრესს, ინოვაციას, სწრაფვას მომავლისაკენ. რაც მერწყულის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელ თვისებებს შეესატყვისება.

 

თევზები - აფროდიტე

სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან. იგი იყო ჭეშმარიტი ქალურობის, სინატიფის და დახვეწილობის სიმბოლო. ქალი თევზები კი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის ყველაზე დახვეწილები და ნაზები არიან.

ავტორ(ებ)ი : newposts.ge