Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:15 22.05.2018
ჰარიმ ქორწილში დაპატიჟა ობოლი ბიჭი, რომელიც აფრიკაში 14 წლის წინ გაიცნო

პრინცმა ჰარიმ ჯვრისწერაზე დაპატიჟა ობოლი ბიჭი, რომელიც აფრიკაში მოგზაურობისას 14 წლის წინ გაიცნო. მუცუ პოცანე 4 წლის იყო, როდესაც სასექსის ჰერცოგს შეხვდა. ჰარი 1 წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა.

 

მუცუ და პრინცი მალევე დამეგობრდნენ და ურთიერთობა წლების მანძილზე შეინარჩუნეს.

 

 

 

ჰარის აფრიკელი მეგობარი სამეფო ქორწილს პრინცის მიერ დაარსებულ საქველმოქმედო ორგანიზაციის, სენტებეილის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია.

 

 

მუცუ ახლა 18 წლისაა და სკოლას ამთავრებს.

 

ორგანიზაცია ჰარიმ 2006 წელს ლესოტოს პრინცთან ერთად დააარსა. სენტებეილი აივ-ინფექციით დაავადებულ ათასობით ბავშვს ეხმარება.

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge