Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:37 21.05.2018
პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა და აცხადებდა, რომ მისი შვილის მამაა, დაკავებულია

პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას წლების განმავლობაში ემუქრებოდა დაკავებულია. როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულს ბრალი 2 მუხლით წარედგინა.

 

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლია გუშინ პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ წლების განმავლობაში უცნობი მამაკაცი ემუქრებოდა, რომელიც აცხადებდა, რომ მისი შვილის მამაა და ჟურნალისტისგან შვილის ნახვას და ფულს ითხოვდა. "ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ადევნების ფაქტზე, 1970 წელს დაბადებული რ.ნ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მუქარისა და ადევნების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს," - განაცხადეს შს სამინისტროში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge